ნინო ჯანგირაშვილი: ,,იგიჟეთ, ბავშვებო, იცეკვეთ, დაიკლაკნეთ, ყირაზე დადექით, გაიკეთეთ ათი საყურე”

ნინო ჯანგირაშვილი: ,,იგიჟეთ, ბავშვებო, იცეკვეთ, დაიკლაკნეთ, ყირაზე დადექით, გაიკეთეთ ათი საყურე”ტელეკომპანია ,,კავკასიის” ხელმძღვანელი ნინო ჯანგირაშვილი რუსთაველზე, აქციაზე შეკრებილ ახალგაზრდებს მიმართავს:

,,ყოველთვის, როცა აღმოვაჩენ, რომ ჩვენი ახალი თაობა არ არის ერთგვაროვანი მასა, ბედნიერი ვარ.

თუ 20 წლის მიდამოებში ბევრი სიგიჟე არ ჩაგიდენია, თავგადასავლები არ გქონია, შეცდომები არ დაგიშვია და ამ შეცდომებზე არ გისწავლია, ბუნტი და პროტესტი არ გქონია (თუნდაც სრულიად არაადეკვატური), შენგან არაფერი გამოვა.

იგიჟეთ, ბავშვებო, იცეკვეთ, ,,დაიკლაკნეთ”, ყირაზე დადექით. გაიკეთეთ ათი საყურე (აბა, ჩემს ასაკში ერთის გაკეთებაც დაგეზარებათ), არ მოუსმინოთ მორალისტებს, იბრძოლეთ იმისთვის, რაც მოგწონთ.

იყავით ფერადები. მთავარია, ნაცრისფრები ნუ იქნებით. ყველაზე მეტად ნაცრისფერი მასა მაშინებს”, – წერს ნინო ჯანგირაშვილი.