ნინო ჯღარკავა: ,, ცუდი ისაა, რომ შს მინისტრს ბოდიში მოახდევინეს”

ნინო ჯღარკავა: ,, ცუდი ისაა, რომ შს მინისტრს ბოდიში მოახდევინეს",,კარგი ისაა,რომ აქცია დაიშალა და რევოლუციური გეგმები ჩაიშალა, ცუდი ისაა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრს ბოდიში მოახდევინეს, ხვალ მშვიდობა გვქონოდეს!” – დაწერა ფეისბუქში ნინო ჯღარკავამ.

დღეს აქციაზე მისულმა შს-ს მინისტრმა გიორგი გვახარიამ იქ შეკრებილებს ბოდიში მოუხადა.

-მე ვიხდი ბოდიშს არა მხოლოდ ჩემი სახელით, არამედ თუ რომელიმე თქვენგანს ან თქვენს უსაფრთხოებას რისკი შეუქმნა შსს-ს რომელიმე წარმომადგენელმა. თუმცა ასევე მინდა გითხრათ და გთხოვთ თქვენ, რომ რომელმაც ასევე მიაყენეთ შეურაცხყოფა ფორმაში ადამიანს, რომელიც სხვა ადამიანის უფლებებს იცავდა, მათაც ვუთხრათ ბოდიში,- თქვა მინისტრმა, რასაც აქციაზე შეკრებილების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.
,,გადადექი”- სკანდირებდა აქციის ნაწილი.