ცნობილი ჟურნალისტი ნანა ჟაფარიძე დღეს 63 წლის გახდებოდა. მისი ქალიშვილი თათო გვარიშვილი ფეისბუქში წერს: ,,დღეს ნანა 63 წლის გახდებოდა, თუმცა საშინლად ეშინოდა სიბერის და პენსიონერობის, არც გახდა, დარჩა მუდამ 56 წლის. რაც დრო გადის სხვა თვალით ვუყურებ ყველაფერს. ვიხსენებ ჩემს ასაკში (მაშინ ხომ 40 წელი ძალიან ბევრი მეგონა) როგორი იყო, რამდენი რამე გადავატანინეთ შვილებმა. მეამაყება […]
კატეგორია: სოციალური მედია
ნიკა გვარამია ანა სუბელიანზე: ,,სულ მეჩხუბება ეს გოგო”
,,რუსთავი 2″-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ფეისბუქში ანა სუბელიანის შესახებ დაწერა, რომელიც 9 აპრილის მემორიალზე ცეკვავდა. ანას თქმით, ამის გამო ის მუქარის ობიექტი გახდა. ,,აჰა, ნიჭიერიცაა, ლამაზიც და ჭკვიანიც. და ეს იდგა იმ აქციაზე, მთლად ტრიბუნაზე. ამაზე უკეთესი რა გინდათ, თქვე ობმოდებულებო?! ამის მეათედი მაინც იყავით მის ასაკში?! მართლა ბოროტი და შუარიანი, ქვეყნის დამაქცევარი ჰომოსოვეტიკუსები, […]
,,ამბავი რომ ატეხეთ, 9 აპრილის მემორიალზე იცეკვაო, აი, ეს გოგოა” – ანა სუბელიანის სიმღერა – ვიდეო
გოგონა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამართულ აქციაზე, 9 აპრილის მემორიალზე ცეკვავდა, მომღერალი ანა სუბელიანი გახლავთ, რომელიც ქართულ სიმღერებს უბადლოდ ასრულებს. მის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს კი იმ დღეებში თავად ასე გამოეხმაურა: -დღეს დილას თვალი გავახილე თუ არა, აღმოვაჩინე, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ითხოვს ჩემს სარზე წამოცმას, ნაწლავების ამოყრას, თვალების დათხრას იმის გამო, რომ გუშინ ვცეკვავდი თავისუფლებისთვის, […]
სააკაშვილი ბექა წიქარიშვილთან გადაღებულ ფოტოს გამოეხმაურა: ,,აი, ასეთივე პიარი იყო ციხის კადრები, ოღონდ მაშინ ბევრი წამოეგო”
,,ივანიშვილი/რუსების მეთოდები არ იცვლება – აი, ასეთივე პიარი იყო ციხის კადრები, ოღონდ მაშინ ბევრი წამოეგო”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს, სადაც ის და ,,თეთრი ხმაურის მოძრაობის” ლიდერი ბექა წიქარიშვილია ასახული. ლელა მიქელაძე-ბერიაშვილის მტკიცებით, ეს ფოტო ჰოლანდიაშია გადაღებული და ფოტოშოპი არ არის. მიხეილ სააკაშვილი და მისი მხარდამჭერები კი საწინააღმდეგოს ამტკიცებენ […]
მიხეილ სააკაშვილის და ბექა წიქარიშვილის ფარული შეხვედრა – ,,აიტ, სად გამოგიჭირეთ!”
ჰოლანდიაში მცხოვრები ლელა მიქელაძე-ბერიაშვილი აქვეყნებს ფოტოს, სადაც ჩანს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ,,თეთრი ხმაურის მოძრაობის” ლიდერი ბექა წიქარიშვილი ერთმანეთს ხვდებიან. ლელა მიქელაძე-ბერიაშვილის თქმით, ფოტო ჰოლანდიაშია გადაღებული. ,,ახლა ნახეთ ჩემი ლანძღვა. წინასწარ გაფრთხილებთ, არ დაიჯეროთ, ჩემზე რამეს თუ იტყვიან ნაცები. აბსოლუტურად აპოლიტიკური ვარ, უბრალოდ აზარტი თავისას შვება. ბოლომდე სანამ არ მოვჩიჩქნი, ვერ ვისვენებ… ჰოლანდიაში […]
ირმა ბერაძე: ,,რა ახალგაზრდობა გვყოლია, რა ლამაზები… გავიხსენოთ ჩვენი ომები მშობლებთან, ჩვენი საბედისწერო შეცდომები”
,,მხოლოდ სიყვარული ამათ, მხოლოდ სიყვარული, თუ ყველაფერი უკვე გვიანი არ არის”, – ასე ეხმაურება ირმა ბერაძე იმ ადამიანების პროტესტს, რომლებიც რუსთაველზე, აქციაზე გასულ ახალგაზრდებს აკრიტიკებენ. ,,რა ახალგაზრდობა გვყოლია, რა ლამაზები არიან. ნუ მივცემთ უფლებას, დაიძინონ და ვეღარ გაიღვიძონ, ისეთი შეცომები დაუშვან, ვეღარ იცხოვრონ მერე. გავუფრთხილდეთ, კი არ ვაგინოთ, მოვუსმინოთ, შევიყვაროთ! ჩვენი შეცდომები გავიხსენოთ – ჩვენი […]
რუსა მუმლაძე: ,,12 წლის შვილმა მითხრა, დე, კლუბები არ უნდა დახურონ… ეს სხვა თაობაა, ხალხო!”
12 მაისის სპეცოპერაციის და რუსთაველზე გამართულ აქციას ფეისბუქით უამრავი ადამიანი გამოეხმაურა. რუსა მუმლაძემ სოციალურ ქსელში დაწერა: ,,გუშინ ჩემი და ჩემი მეუღლის აღშფოთებას მიჰქონდა ჩემი სახლი და ბოლოს ჩვენს 12 წლის შვილს ვკითხეთ, რას ფიქრობდა, რადგან მისი კლასელებიც აქტიურობდნენ ფეისბუქზე, ვხედავდი შინაგან პროტესტს ამ ბავშვებისას. იცით, რა მიპასუხა? -დე, ნარკოტიკების გამო თუ შევარდნენ, ხო, გასაგებია, სწორია, […]
ნინო ჯანგირაშვილი: ,,კვირიკაშვილი და კალაძე გაანულეს. გახარია წამოქაჩეს”
ტელეკომპანია ,,კავკასიის” ხელმძღვანელი ნინო ჯანგირაშვილი ფეისბუქში წერს: ,,როცა ადამიანის უფლებების დარღვევას ეხება საქმე, პოლიტიკური ანალიზები და მჩხიბაობები არ მაინტერესებს ხოლმე, მაგრამ რახან მაინც მასკარადად იქცა ქლაბერების ცემა-რბევის და პროტესტის ამბავი, ბარემ შედეგს ჩავაანალიზებ: კვირიკაშვილი და კალაძე გაანულეს. გახარია წამოქაჩეს. სანდრო წამოწვება სადმე, შემდეგ გამოძახებამდე”.
დავით სუბელიანი: ,,გაყიდულად ვგრძნობ თავს”
თაკო ჩარკვიანი: ,,შს მინისტრმა თამარობას საჩუქარი გამიკეთა”
,,მოკლედ, ამ თამარობას მინისტრმა გახარიამ ნამდვილი “საჩუქარი” გამიკეთა მე და ვფიქრობ, ყველა თამარს. მართლა ასე არაფერი გამხარებია ბოლო დროს, როგორც ამ ადამიანის ეს ბოდიში. გაიხარეთ და თამარობას გილოცავ, საქართველოვ”, დაწერა ფეისბუქში პუბლიცისტმა თაკო ჩარკვიანმა. შეგახსენებთ, რომ დღეს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ აქციის მონაწილეებს ბოლიში მოუხადა.










