პატარა ლილეს ახლა ადამიანების ერთად დგომა სჭირდება – „ყველაზე მძიმე მოსასმენი იყო, რომ მას ასეთ პატარა ასაკში და ასეთ მცირე წონაზე სასწრაფოდ ღვიძლის გადანერგვა სჭირდებოდა“

პატარა ლილეს ახლა ადამიანების ერთად დგომა სჭირდება - „ყველაზე მძიმე მოსასმენი იყო, რომ მას ასეთ პატარა ასაკში და ასეთ მცირე წონაზე სასწრაფოდ ღვიძლის გადანერგვა სჭირდებოდა“პატარა ლილეს ახლა უამრავი ადამიანის ერთად დგომა სჭირდება. ის უმძიმეს მდგომარეობაში რეანიმაციაში იმყოფება და ღვიძლის გადანერგვა სჭირდება.
„ჩემი პატარა ისევ რეანიმაციაში ისევ კრიტიკულ მდგომარეობაში გადაიყვანეს. მუცელში სითხე დაუგროვდა (ასციტი), ჩაუტარდა მცირე ქირურგიული ჩარევა და დრენაჟი დაუყენეს. სუნთქვა უჭირს, ჟანგბადზეა, მაღალი სიცხე აქვს და ძლიერი ანთება, უკვე პალატაში ვეღარ კონტროლდებოდა.
ვერ ვიჯერებ, მესამედ მიწევს მისი ასე ნახვა. გული ძლიან მტკივა…. 3 თვის წინ, როცა ლილე თურქეთში გადმოვიყვანეთ, ყველაზე მძიმე მოსასმენი იყო, რომ მას ასეთ პატარა ასაკში და ასეთ მცირე წონაზე სასწრაფოდ ღვიძლის გადანერგვა სჭირდებოდა. კლინიკამ 60000$ ინვოისი გამოგვიგზავნა და ასე, თითქმის არაფრის იმედით, მაგრამ დიდი რწმენით წამოვედით. ახლა ოპერაციამდე მისვლაც კი ურთულეს გზად იქცა.
დღეს კლინიკის ანგარიშზე უკვე 63000$ გადახდილი, თუმცა ლილეს ტრანსპლანტაცია ჯერ კიდევ არ ჩატარებია. ამ თანხამ მისი მკურნალობა, გართულებები და ყოველდღიური ბრძოლა დაფარა.
პირველად, როცა შეშინებულმა და ყოველგვარი მოლოდინის გარეშე მოგმართეთ, წარმოუდგენლად დამიდექით გვერდში. ლილესთვის გადახდილ თითოეულ ლარში თქვენი თანადგომა და სიყვარულია.
ისევ თქვენი იმედი მაქვს, სხვა გზა უბრალოდ აღარ დაგვრჩა. ჩემთვის დიდი და პატარა თანხა არ არსებობს, თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენად ძვირფასია თითოეული გადმორიცხული 1 ლარი. სწორედ ამ პატარა სიკეთეებით უგრძელდება ლილეს სიცოცხლისთვის ბრძოლა“, – წერს ლილეს დედა, მარიამ შუღლიაშვილი.
რეკვიზიტები:
საქართველოს : #GE60BG0000000526261299
მიმღები: დედა მარიამ შუღლიაშვილი
პირ/ნომ: 01008056933