გიორგი ნიკოლაიშვილი: ,,ამერიკაში უკიდურესი გაჭირვება ვნახე, მაგრამ წამალზე არ შევმჯდარვარ!”

გიორგი ნიკოლაიშვილი: ,,ამერიკაში უკიდურესი გაჭირვება ვნახე, მაგრამ წამალზე არ შევმჯდარვარ!"ბოლო დღეებში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება ამერიკაში მცხოვრები გიორგი ნიკოლაიშვილი და ფეისბუქში წერს:

,,პირველი შოკი მივიღე მომიტინგეების რაოდენობით – პოტენციურად ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც მოიხმარენ ნარკოტიკს ან კეთილად არიან განწყობილი მის მიმართ. სამწუხაროდ, უმრავლესობა არის ჩემი თაობის.

წინა მთავრობის დროსაც ხდებოდა, ახლაც ხდება.. მთავრობაში არაა გამოსავალი. ამერიკაში ჩემთვის ყველაფერი ხელმისაწვდომია, უკიდურესი გაჭირვება ვნახე, მაგრამ წამალზე არ შევმჯდარვარ!
სულიერ და ფიზიკურ სიმახინჯესთან გვაქვს საქმე, რა კადრებიც ვნახე. თავისუფლებას ითხოვენ და იმ ადამიანების მემორიალზე ცეკვავენ, რომლებიც სწორედ მათი თავისუფლებისთვის იბრძოდნენ!
ქვეყანა ყოველდღიურად უკან მიდის, ხალხს ქუჩაში კლავენ, საზღვრებიდან გვპარავენ და გვიკლავენ ქართველებს, ვარდების რევოლუციაზე არ მდგარა მაგდენი ხალხი რუსთაველზე და დღეს აპროტესტებთ რას? ნუ გვიკრძალავთ ,,გულაობასო”?
ღმერთიც რომ ვეღარ უშველის, უკვე იმ მდგომარეობაშია ჩვენი სამშობლო!”.