გუშინ გავრცელებულ ვიდეოს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა რუსთაველზე, 9 აპრილის მემორიალზე ცეკვავს, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბევრმა ეს ქართველი ერის და 1989 წელს დაღუპული გმირების შეურაცხყოფად მიიღო.
კრიტიკას გამოეხმაურა ,,რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და სოციალურ ქსელში დაწერა:
„ვერ გავიგე, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე კანონს აპროტესტებთ და თვითონ 9 აპრილის მემორიალზე ცეკვას ქვეყნის დასასრულად რომ აცხადებთ, ეს რა ლოგიკაა?
ცეკვავდა ის გოგო, ხომ არ მოშარდა, როგორც ამას დღეს ,,ოცნებაში” მყოფი მაშინდელი ოპოზიცია შვრებოდა 2009 წლის კარვების აყროლებულ აქციაზე.
მგონი, მართლა ქოცია საქართველოს უმრავლესობა, ბლიად. უბრალოდ, ზოგი ამხელს, ზოგი – არა, ზოგმა იცის, ზოგმა – არა“ -წერს გვარამია.

