ნინია ყოჩიშვილი ფეისუქში წერს, რომ ახალგორში სიტუაცია დაიძაბა. ,,ცუდი ამბების მაცნე კი გამოვდივარ, მაგრამ ძალიან ცუდი ამბავი გვაქვს ქვეყანაში. ახალგორში იკეტებოდა ხოლმე გზები რამდენიმე დღით, ერთი კვირით, ახლა მიიღო გადაწყვეტილება რუსულმა მხარემ და სამუდამოდ კეტავენ. დადიან სოფლებში და ხალხს აფრთხილებენ, ვისაც წასვლა გინდათ, წადით, მერე ვეღარ წახვალთო. ხალხი პანიკაში და გაურკვევლობაშია, არც დატოვება უნდათ და […]
კატეგორია: სოციალური მედია
ნატა ბოლქვაძის დედა: ,,უფალი იქნება იმ არაკაცის მსაჯული, ვინც შენი სიცოცხლე წამართვა” – ვიდეო
ერთი წლის წინ გურიაში, სოფელ ნატანებში 16 წლის ნატა ბოლქვაძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სუიციდის მიზეზი სოციალური ქსელით მოზარდის ჟანტაჟი გახდა. სამართალდამცავებმა ბრალდებული 22 წლის მ.თ. დააკავეს. ნატა ბოლქვაძის დედა თამუნა ძნელაძე სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს: ,,ზუსტად ერთი წლის წინ ჩამოინგრა ჩემი წილი დედამიწა…. ზუსტად ერთი წლის წინ, ზუსტად ასეთ მზიან დილას მოვისმინე შენი უკანასკნელი საყვედური, […]
ია ფარულავა: ,,ჩემი ფეხი არ იქნება თქვენთან!”
მსახიობი ია ფარულავა სოციალურ ქსელში წერს, რომ თბილისის ერთ-ერთ ცნობილ კაფეში საბანკო ბარათი დარჩა, რომელსაც რამდენიმე დღე უშედეგოდ ეძებდა. „მილიონებია აქ ჩაყრილი და თურმე თუ დაგრჩება ბარათი, არ უნდა გაგაგებინონ და ფრონტ დესკს გადასცენ. მოვედი და პირადობის გარეშე არ მიბრუნებენ. ჩემს ერთი ბეწო, 15 ნომრიან სასტუმროში, რაღაც როცა იკარგება, ვურეკავთ ბარათის მფლობელს, ვრეკავთ ბანკში და ვატყობინებთ, რომ ბარათი დაიკარგა. ჩემი ტელეფონის ნომერი […]
სოსო კავკავაშვილი: ,,მე მქონდა ფსიქიკური პრობლემები, მაგრამ საშიში არ ვარ”
რეგიონული ფეშენ ვიკის ორგანიზატორი სოსო კავკავაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. ,,მე მქონდა ფსიქიკური პრობლემები. რამდენიმე წლის წინ წელიწადნახევარი გავდიოდი მკურნალობის კურსს. მე არ ვარ საზოგადოებისთვის საშიში”. სოსო კავკავაშვილმა ეს სტატუსი მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც პეკინის ქუჩაზე ფსიქიკური პრობლემების მქონე ქალმა ბავშვი დანით დაჭრა. ამის შემდეგ სოციალურ ქსელში ბევრმა დაწერა, რომ ფსიქიკური […]
ვახო ბიჭიკაშვილი ,,რ2″-ში დარჩა – ,,ტ…აკში არავის გაერჭონ”
,,კომედი შოუმ” საკუთარ ფეისბუქგვერდზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერია: ,,რუსთავი 2-ზე 16 წლიანი წარმატებული მუშაობის შემდეგ ,,კომედი ჯგუფის” ერთმა ნაწილმა გადაწყვიტა, გადასულიყო “მთავარ არხზე”. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მეგობრებს. გუნდის ძირითადი შემადგენლობა კი ისევ ,,რუსთავი 2′-ის ეთერში ვიტყვით ჩვენს სათქმელს, მაყურებლის საყვარელი გადაცემებით და სხვა მრავალი სიახლით ასევე, სრული დატვირთვით დაგიბრუნდებათ (ძველ სიხშირეზე) თქვენი უსაყვარლესი “კომედი არხი”. […]
სალომე ხოფერია: ,,ემიგრანტებს თითის ტკაცუნით გვატრიალებენ!”
უცხოეთში მცხოვრები სალომე ხოფერია ემიგრანტობის მძიმე ხვედრზე წერს: ,,ემიგრანტობა რთულია, მით უფრო რთულია, როდესაც გიყურებენ თითქოს შენს სამშობლოში არაფერი არსებობს! გაოცებული ვუსმენ ხოლმე, როდესაც მეკითხებიან რაიმეს საქართველოზე – ,,საქართველოში ზღვა გაქვთ?”, ,,პოლიცია არსებობს?”, ,,რას ჭამთ?”, ,,თქვენთან დაბადების დღე იციან?!”, ,,დღესასწაულებს როგორ აღნიშნავთ?”, ,,დაბადების დღეზე სანთელს აქრობთ?..”. ისე მიყურებდნენ როგორც უცოდინარს, ვისაც არ უნახავს არაფერი და […]
ნანიკო ხაზარაძე: ,,ფსიქიატრთან დიდი ხანი ვმკურნალობდი”
ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე სოციალური ქსელში წერს, რომ მას გარკვეული პერიოდი ფსიქიატრის დახმარება სჭირდებოდა. „ჩემი მკურნალობა ფსიქიატრთან დიდი ხანი გაგრძელდა. მთავარია აღიარო, რომ დახმარება გჭირდება და დანარჩენს ექიმი მიხედავს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში ფსიქიატრია პრიორიტეტია. მკურნალობა სირცხვილი არ არის!”. ქალს, რომელმაც გუშინ 3 წლის ბავშვი დაჭრა, ფსიქიკური პრობლემები აღმოაჩნდა. როგორც მისი მეგობარი ყვება, წამლებს […]
ვახო ხუზმიაშვილი ,,რ 2″-დან წასულ ჟურნალისტებს: ,,ჩვენი ადგილების დაკავება მოსულა?”
ნიკა გვარამიას ,,მთავარი არხი” მაუწყებლობას 9 სექტემბერს, ტელეკომპანია ,,იბერიის” შენობიდან დაიწყებს. ,,იბერიის” ყოფილმა ჟურნალისტებმა ამის გამო უკმაყოფილება გამოთქვეს, მათ შორის ვახო ხუზმიაშვილმა, რომელიც ამ არხზე საინფორმაციო სამსახურს ხელმძღვანელობდა. მან სოციალურ ქსელში დაწერა: ,,იმ ეზოდან, საიდანაც დღეს ლაივებს გვთავაზობენ, ბევრი ისტორია მაკავშორებს. ჯერ კიდევ 2004 წლის 19 თებერვალს, როცა სპეცდანიშნულების რაზმი შემოვარდა, ,,იბერია” დაარბიეს და ავტომატიანი […]
ნანუკა ჟორჟოლიანი: ,,მე მყავს ჩემი ფსიქიატრი… ფსიქიატრთან უნდა წავიდეს ყველა, ვინც ამ ქალის ჩაქოლვას ითხოვს“
ტელეჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს ქალზე, რომელმაც 3 წლის ბავშვს დანით ჭრილობები მიაყენა. „მე მყავს ჩემი ფსიქიატრი. ეს განცხადება გადაცემაში გავაკეთე ერთადერთი მიზეზის გამო, რომ ადამიანებს ამ თემაზე არსებული სტიგმის მოხსნაში დავხმარებოდი. საჯაროდ მოვყევი ძალიან პირადი ინფორმაცია. რა მჭირდა, რა მაწუხებდა და აღმოვაჩინე, რომ ასობით ადამიანს (რასაც მიღებული წერილები ადასტურებდა) თავისუფლად ამოსუნთქვის საშუალება მივეცი. […]
,,სიმინდი ხომ ჩემგან იყიდეთ, გოზინაყი ამ კაცისგან იყიდეთო” – სიკეთე, რომელმაც ადამიანები გააოცა
მანანა ასანიშვილი ფეისბუქში წერს ისტორიას სიკეთეზე, რომელმაც გააოცა. ,,კეთილი საქციელი რატომ უნდა გაგიკვირდეს ადამიანს, მაგრამ ალბათ იშვიათია და იმიტომ. ამ ბატონის სიმინდი არ მომეწონა და სანამ მაჯერებდა, რომ ახალი და კარგი სიმინდიაო, ეს ქალბატონიც მოგვიახლოვდა. მისი სიმინდი მომეწონა და მისგან ვიყიდე. რატომ დაიწუნე, დილას მოვამტვრიეო, აგრძელებდა კაცი. ბავშვებს გოზინაყიც მოუნდათ. გოზინაყიც დამიმატეთ-მეთქი, ვუთხარი ქალს და […]











