ნანიკო ხაზარაძე: ,,ფსიქიატრთან დიდი ხანი ვმკურნალობდი”

ნანიკო ხაზარაძე: ,,ფსიქიატრთან დიდი ხანი ვმკურნალობდი"ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე სოციალური ქსელში წერს, რომ მას გარკვეული პერიოდი ფსიქიატრის დახმარება სჭირდებოდა.

„ჩემი მკურნალობა ფსიქიატრთან დიდი ხანი გაგრძელდა. მთავარია აღიარო,  რომ დახმარება გჭირდება და დანარჩენს ექიმი მიხედავს.
ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში ფსიქიატრია პრიორიტეტია.
მკურნალობა სირცხვილი არ არის!”.

ქალს, რომელმაც გუშინ 3 წლის ბავშვი დაჭრა, ფსიქიკური პრობლემები აღმოაჩნდა. როგორც მისი მეგობარი ყვება, წამლებს სვამდა, მაგრამ შემდეგ მკურნალობა შეწყვიტა.