ვახო ბიჭიკაშვილი ,,რ2″-ში დარჩა – ,,ტ…აკში არავის გაერჭონ”

ვახო ბიჭიკაშვილი ,,რ2"-ში დარჩა - ,,ტ…აკში არავის გაერჭონ",,კომედი შოუმ” საკუთარ ფეისბუქგვერდზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერია:

,,რუსთავი 2-ზე 16 წლიანი წარმატებული მუშაობის შემდეგ ,,კომედი ჯგუფის” ერთმა ნაწილმა გადაწყვიტა, გადასულიყო “მთავარ არხზე”. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მეგობრებს.

გუნდის ძირითადი შემადგენლობა კი ისევ ,,რუსთავი 2′-ის ეთერში ვიტყვით ჩვენს სათქმელს, მაყურებლის საყვარელი გადაცემებით და სხვა მრავალი სიახლით

ასევე, სრული დატვირთვით დაგიბრუნდებათ (ძველ სიხშირეზე) თქვენი უსაყვარლესი “კომედი არხი”.

,,რუსთავი 2″-ში რჩება ვახო ბიჭიკაშვილიც, ამის გამო ის ბევრმა გააკრიტიკა, იუმორისტმა კი მათ ასეთი პასუხი გასცა:

,,მეგობარი მეუბნება, რომ ახლა დაგაბულინგებენ და დაიკიდეო, მე ვუთხარი, ტ…აკში არავის გაერჭონ-თქო და ძალიან მკაცრი ხომ არ ვიყავი სატელეფონო საუბრის დროს? შეიძლება ბულინგს ცოტა რომ მოუმატოთ? ჩემკენაც დაუბეროს, თორემ ჩაიხუთა”.