ნინია ყოჩიშვილი: ,,ცუდი ამბის მაცნე გამოვდივარ, ახალგორში ხალხი პანიკაშია”

ნინია ყოჩიშვილი: ,,ცუდი ამბის მაცნე გამოვდივარ, ახალგორში ხალხი პანიკაშია"ნინია ყოჩიშვილი ფეისუქში წერს, რომ ახალგორში სიტუაცია დაიძაბა.

,,ცუდი ამბების მაცნე კი გამოვდივარ, მაგრამ ძალიან ცუდი ამბავი გვაქვს ქვეყანაში.

ახალგორში იკეტებოდა ხოლმე გზები რამდენიმე დღით, ერთი კვირით, ახლა მიიღო გადაწყვეტილება რუსულმა მხარემ და სამუდამოდ კეტავენ.

დადიან სოფლებში და ხალხს აფრთხილებენ, ვისაც წასვლა გინდათ, წადით, მერე ვეღარ წახვალთო.

ხალხი პანიკაში და გაურკვევლობაშია, არც დატოვება უნდათ და არც სულ იქ ჩარჩენა.

ჩემმა ახლობელმა გადაწყვიტა, რომ იქ დარჩეს და შვილები დაიბარა სანახავად, იქნებ ცოცხალი ვეღარც მნახოთ, მე იქ დავრჩები, თქვენ აქო.

სახელმწიფოს შეგრძნება მთლიანად დაკარგული მაქვს. რაღაც სასწაულის მჯერა, სხვა არაფრის”.