რეგიონული ფეშენ ვიკის ორგანიზატორი სოსო კავკავაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.
,,მე მქონდა ფსიქიკური პრობლემები. რამდენიმე წლის წინ წელიწადნახევარი გავდიოდი მკურნალობის კურსს. მე არ ვარ საზოგადოებისთვის საშიში”.
სოსო კავკავაშვილმა ეს სტატუსი მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც პეკინის ქუჩაზე ფსიქიკური პრობლემების მქონე ქალმა ბავშვი დანით დაჭრა. ამის შემდეგ სოციალურ ქსელში ბევრმა დაწერა, რომ ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები უნდა გამოკეტო, რადგან ისინი საზოგადოებისთვის საშიშები არიან/

