გია როინიშვილი: ,,ფანჯრებიდან დამშეული ქართველობა ჩანს”

გია როინიშვილი: ,,ფანჯრებიდან დამშეული ქართველობა ჩანს”ნაციონალური მოძრაობის წევრი, მსახიობი გია როინიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ქვეყანა ერთი მიზნისთვის უნდა გაერთიანდეს.

,,ერთადერთი რამ, რაც ამ ხელისუფლებას აძლიერებს, საზოგადოების დაქსაქსულობაა! გაერთიანების დროა! წინააღმდეგ შემთხვევაში სულ მალე ქვეყანა აღარ იარსებებს!

ციხეები სავსეა სინდისის და პოლიტიკური პატიმრებით, ქვეყანაში ტოტალური შიმშილია, ხალხი დაუცველია! ეკონომიკა აღარ არსებობს!

ხვალ და ზეგ მათ კარებთანაც დაიჩოქებს შიმშილი და უსამართლობა, ვინც დღეს არხეინად იყურება საკუთარი ფანჯრებიდან (ან რა ფასი აქვს არხეინობას, როცა საკუთარი ფანჯრებიდან მხოლოდ დამშეული, განადგურებული, თვალებდათხრილი ქართველობა ჩანს)!

ეს გარდაუვალია! ოკუპაციის ხაზი დღეს მთელ საქართველოზე გადის! მტრის ნატვრა ასრულებულია: დაბეჩავებული, წელში გატეხილი, დაქსაქსული, გაბოროტებული, გადასარჩენად ქუჩაში დაგდებული საქართველო! ერთობის დროა! ძალა ერთობაშია”, – წერს მსახიობი.