ნატა ბოლქვაძის დედა: ,,უფალი იქნება იმ არაკაცის მსაჯული, ვინც შენი სიცოცხლე წამართვა” – ვიდეო

ნატა ბოლქვაძის დედა: ,,უფალი იქნება იმ არაკაცის მსაჯული, ვინც შენი სიცოცხლე წამართვა" - ვიდეოერთი წლის წინ გურიაში, სოფელ ნატანებში 16 წლის ნატა ბოლქვაძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სუიციდის მიზეზი სოციალური ქსელით მოზარდის ჟანტაჟი გახდა. სამართალდამცავებმა ბრალდებული 22 წლის მ.თ. დააკავეს.

ნატა ბოლქვაძის დედა თამუნა ძნელაძე სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს:
,,ზუსტად ერთი წლის წინ ჩამოინგრა ჩემი წილი დედამიწა…. ზუსტად ერთი წლის წინ, ზუსტად ასეთ მზიან დილას მოვისმინე შენი უკანასკნელი საყვედური, დედიკო, რატომ არ გამაღვიძე, სამსახურში უნდა გაგაცილოო… თურმე უკანასკნელად…

ნეტა, ახლა შემეძლოს შენი გაღვიძება ჩემო სიცოცხლის სხივო, ჩემო გაუსაძლისო მონატრებავ! მხოლოდ უფალი იქნება იმ არაკაცის მსაჯული, ვინც შენი ულამაზესი სიცოცხლე და უსაზღვრო სიყვარული წამართვა… სასწაულის მოლოდინში ვარ მთელი წელია, მაგრამ ვაი, რომ სასწული თურმე ქვეყნად არ ხდება…

გრძელდება ეს უმიზნო ცხოვრება უშენოდ, დედიკო, მაგრამ ყოველ წამს მხოლოდ შენთან მოსვლის მოლოდინით… შენ სიკვდილი გამიიოლე, ნატა, შიში მომისპე… შეგინდოს, დედიკო, უფალმა…

ჩემს მეგობრებს, ყველას, ვინც 14 აგვისტო მომილოცა რაღაცა გზით ან ვინც ვერ მომილოცა, სიტყვები არ მოეძებნა, მაინც მადლობა, თუმცა უსაშველოდ მიჭირს მადლობის გადახდა, ჩემი დაბადების დღე ჩემი შვილის ამ ქვეყნად ყოფნის უკანასკნელი დღე აღმოჩნდა…

ამ ვიდეოს მათ გიტოვებთ, ვინც იცით, როგორი სიცოცხლე ჩააქრო საზიზღარმა არაკაცმა”, – წერს თამუნა ძნელაძე.

ზუსტად ერთი წლის წინ ჩამოინგრა ჩემი წილი დედამიწა…. ზუსტად ერთი წლის წინ, ზუსტად ასეთ მზიან დილას მოვისმინე შენი უკანასკნელი საყვედური დედიკო- ,, რატომ არ გამაღვიძე, სამსახურში უნდა გაგაცილოო" … თურმე უკანასკნელად… ნეტა ახლა შემეძლოს შენი გაღვიძება ჩემო სიცოცხლის სხივო, ჩემო გაუსაძლისო მონატრებავ! მხოლოდ უფალი იქნება იმ არაკაცის მსაჯული, ვინც შენი ულამაზესი სიცოცხლე და უსაზღვრო სიყვარული წამართვა… სასწაულის მოლოდინში ვარ მთელი წელია, მაგრამ ვაი, რომ სასწული თურმე ქვეყნად არ ხდება…გრძელდება ეს უმიზნო ცხოვრება უშენოდ დედიკო, მაგრამ ყოველ წამს მხოლოდ შენთან მოსვლის მოლოდინით… შენ სიკვდილი გამიიოლე ნატა,შიში მომისპე… შეგინდოს დედიკო უფალმა… ჩემს მეგობრებს ყველას, ვინც 14 აგვისტო მომილოცა რაღაცა გზით, ან ვინც ვერ მომილოცა, სიტყვები არ მოეძებნა, მაინც მადლობა, თუმცა უსაშველოდ მიჭირს მადლობი გადახდა, ჩემი დაბადების დღე, ჩემი შვილის ამ ქვეყნად ყოფნის უკანასკნელი დღე აღმოჩნდა… ამ ვიდეოს მათ გიტოვებთ, ვინც იცით, როგორი სიცოცხლე ჩააქრო საზიზღარმა არაკაცმა

Gepostet von Tamuna Dzneladze am Mittwoch, 14. August 2019