სამოქალაქო აქტივისტი, მამა ბაგალიშვილი, რომელიც საზოგადოებამ პროექტიდან ,,ჩემი სამზარეულოს წესები” გაიცნო, ფეისბუქში წნორელი ავთო ტუხაშვილის შესახებ წერს: ,,მეწარმეს, ავთო ტუხაშვილს დავურეკე, ხანდაზმულებისთვის 500 კილოგრამი ფქვილის ყიდვა გვინდა და ხომ გაქვთ-მეთქი. გვიპასუხა, გაითვალისწინეთ, მაგ ფულს მე არ გამოგართმევთ და სხვა ხანდაზმულებს მოახმარეთო. ტირილი წამსკდა, ყელში ხმა აღარ ამომივიდა და გავუთიშე. მადლობა ვერ გადავუხადე. P.S. დიდი კომპანიების […]
კატეგორია: სოციალური მედია
,,მშვიდი გამომშვიდობების ნაცვლად, დაგყვიროდი შეშლილი, არ მიღალატო-მეთქი” – რატი სამყურაშვილი 42 წლის ასაკში გარდაიცვალა
,,უშენობის მესამე დილა. დღეს ფიზიკური განშორების მორიგი ეტაპი დგება, სიონში გადასვენება და ღამე უშენო სახლი”, – წერს მწერალი და ყოფილი ტელეწამყვანი ეკატერინე ტოგონიძე ქმარზე, პოლიტიკოს რატი სამყურაშვილზე, რომელიც 42 წლის ასაკში გარდაიცვალა. ,,ბავშვმა მკითხა, რას აირჩევდი, მთელი ცხოვრება ასე ყოფილიყო თუ წასულიყოო. ამაზე ისედაც ნაფიქრი მქონდა და ძალიან მტკიცედ ვიცოდი, რომ ყველაფერზე თანახმა ვიყავი, რადგან […]
სააკაშვილი: ,,ბოკერიას და ყველას, ვისაც უნდა, ბოლომდე შეახტეს სახელისუფლებო ნარატივის მატარაბელზე – აი, ეს ფოტოები”
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელით ეხმაურება გუშინ ზუგდიდში გამართულ აქციას. ,,ბატონ ბოკერიას და ყველა სხვას ოპოზიციიდან, ვისაც უნდა გაიზიაროს და ბოლომდე შეხტეს სახელისუფლებო ნარატივის მატარებელზე, რომ თითქოს გუშინ ნაციონალური მოძრაობის ჩავარდნა მოხდა ზუგდიდში და არანაირი პროვოკაცია არ ყოფილა. აი, ესენი არიან კონკრეტულად სუს-ის და მერიის თანამშრომლები, რომლებიც იყვნენ იმ ხალხმრავლობაში, აქეზებდნენ ხალხს და […]
ბრიტანელი ექსპერტი: ,,ბრავო საქართველოს მთავრობას და ჯანდაცვას!”
ბრიტანელი ექსპერტი მაიკლ გარფორტი საქართველოს მთავრობას სტრატეგიას უწონებს და საზოგადოებას მოუწოდებს, მათ მითითებს მიჰყვნენ. „ბრავო საქართველოს მთავრობას კორონავირუსთან ბრძოლაში! ჩემში, როგორც საქართველოში მცხოვრებ ბრიტანელში, დიდ აღტაცებას იწვევს ის, თუ როგორ უმკლავდებიან საქართველოს მთავრობა და სამედიცინო უწყებები კორონავირუსის საფრთხეს. ქვეყანაში ვირუსის შემოღწევის პირველივე ნიშნების გაჩენისთანავე მთავრობამ შემოიღო სავალდებულო ტესტირება და კარანტინი ვირუსის შესაძლო მატარებლებისთვის, ასევე დაინფიცირებულთა […]
ექიმი რევაზ ბოჭორიშვილი: ,,ასეთი რამ საფრანგეთს არ ახსოვს, ამის გაუთვალისწინებლობა დანაშაულია!”
ექიმი რევაზ ბოჭორიშვილი ყველას მოუწოდებს, რომ სახლში დარჩნენ, მათ შორის მორწმუნეებსაც და მაგალითად მოჰყავს საფრანგეთის ქალაქი მიულოზი, სადაც დღეს კორონავირუსის მასშტაბები უკიდურესად არის გაზრდილი. ,,ქალაქი მიულუზი. ალზასში. გერმანია შვეიცარიის საზღვართან… 17-21 თებერვალს აქ, ევანგელისტურ ეკლესიაში საერთაშორისო შეკრება ჩატარდა. 2000-მდე ადამიანმა გაირა იმ ეკლესიაში იმ 5 დღის განმავლობაში. დღეს ეს რეგიონი ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია და ეპიდემიის […]
,,ტაძარში ვერ გავაცდენ სიარულსო – ეს ფეხქვეშ თელავს მთავარ მცნებას, მოყვასის სიყვარულს” – მამა ილია
,,ჯვრის თაყვანისცემა უპირველესად გულისხმობს არა ჯვრის, როგორც უსულო ნივთის, არამედ ჯვრის, როგორც მსხვერპლის და საკუთარ სურვილთა თავშეკავების, მოყვასისათვის თავის დადების საღმრთო მცნების გააზრებას და შემეცნებას, სხვა შემთხვევაში ქრისტიანი კერპთაყვანისმცემელს ემსგავსება, რომელიც ფორმას აკერპებს, ხოლო შინაარსი არ ესმის!”, – წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე და აღნიშნავს, რომ ქრისტიანობა უპირველასად მოყვასის სიყვარულს და მის გაფრთხილებას ნიშნავს. ,,როგორ იქცევა […]
მარინა სალუქვაძე: ,,შემოსავალი – ნული, როგორ ვუშველო ჩემს თანამშრომლებს?”
ყოფილი ტელეწამყვანი, მუსიკოს ზაზა მარჯანიშვილის ცოლი, მარინა სალუქვაძე კორონავირუსის გამო შექმნილ კრიზისზე წერს და იმაზე, რომ კაფე-ბარი ,,ზაზანოვა”, რომელსაც ის და მისი ქმარი ხელმძღვანელობენ, გაჩერებულია. ,,როგორ უნდა ვუშველო ჩემს თანამშრომლებს, ზაზანოვას გუნდს, რომელსაც დღიური ანაზღაურება ჰქონდათ? ჩვენი და ჩვენი გუნდის ერთადერთი შემოსავლის წყარო ხომ ,,ზაზანოვაა”, რომელც დროებით დაკეტილია, შემოსავალი 0. ტკივილამდე ვგრძნობ თითოეული მათგანის და […]
თამაზი მჭედლიძე: ,,გასახსნელია ეკონომიკა, ეკონომიკურმა კორონამ ბევრად მეტი ზიანი რომ არ მოგვაყენოს”
ბიზნესმენი და ექიმი, თამაზ მჭედლიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ,,ეკონომიკურმა კორონამ” შეიძლება ბევრად დიდი ზიანი მიაყენოს მსოფლიოს, ვიდრე თავად ვირუსმა. ,,ალბათ ყველას თავისი აზრი აქვს, ჩემი კი ასეთია: მაქსიმალურად დასაცავი არიან მოხუცები და გასახსნელია ეკონომიკა, ეკონომიკურმა კორონამ ბევრად უფრო მეტი ზიანი რომ არ მოგვაყენოს… P.S: გთხოვთ, სხვა აზრის მქონენო, არ გაბრაზდეთ. ხომ შეიძლება სხვადასხვა ადამიანებს […]
ზურა შევარდნაძე: ,,სხვა გზა არ დაგვრჩება და მიწას მივუბრუნდებით”
ზურა შევარდნაძე ფეისბუქში წერს, რომ ისეთი რეალობის წინაშე დავდგებით, მიწას მივუბრუნდებით. ,,არც ისე ძნელი მისახვედრი უნდა იყოს, რომ ძილბურანში ვართ და გამოფხიზლებულებს ახალ რეალობაში მოგვიწევს ცხოვრება. ვფიქრობ, სხვა გზა არ დაგვრჩება და მიწას მივუბრუნდებით, გამოვაღებთ მიტოვებულ ოდებს, ღობეებს შევასწორებთ, ფრინველს და ცხოველს მოვამრავლებთ, ბოსტნებში კვლებს გავმართავთ, ყანებს მოვხნავთ და იმდენი მაინც მოვიყვანოთ, ეგებ სხვისი შემყურე […]
,,თიბისი” ბანკმა სესხი კი არ გადაავადა, სესხზე სესხი დაუმატა, ეს არის აფიორა, სპექტაკლი!” – რა უნდა იცოდნენ მათ, ვისაც სესხი აქვთ
ამირან სალუქვაძე ფეისბუქპოსტში წერს, რომ ,,თიბისი” ბანკმა სესხებზე ვადის გადაწევის ნაცვლად სესხზე სესხი დაუმატა. ,,თიბისი” – თქვენ სესხი კი არ გადაავადეთ, მოატყუეთ ხალხიც, მთავრობაც და, უბრალოდ ვადის გადაწევის ნაცვლად, კლიენტებს ავტომატურ რეჟიმში, თუ უარის თქმას ვერ მოასწრებენ, სესხზე სესხს უმატებთ. სინამდვილეში რა გააკეთეს: 3 თვით გადაგიწევენ სესხის დაფარვის ვადას. ანუ თუ ამთავრებდით დაფარვას 2022 წლის […]










