ბრიტანელი ექსპერტი: ,,ბრავო საქართველოს მთავრობას და ჯანდაცვას!”

ბრიტანელი ექსპერტი: ,,ბრავო საქართველოს მთავრობას და ჯანდაცვას!"ბრიტანელი ექსპერტი მაიკლ გარფორტი საქართველოს მთავრობას სტრატეგიას უწონებს და საზოგადოებას მოუწოდებს, მათ მითითებს მიჰყვნენ.

„ბრავო საქართველოს მთავრობას კორონავირუსთან ბრძოლაში! ჩემში, როგორც საქართველოში მცხოვრებ ბრიტანელში, დიდ აღტაცებას იწვევს ის, თუ როგორ უმკლავდებიან საქართველოს მთავრობა და სამედიცინო უწყებები კორონავირუსის საფრთხეს.

ქვეყანაში ვირუსის შემოღწევის პირველივე ნიშნების გაჩენისთანავე მთავრობამ შემოიღო სავალდებულო ტესტირება და კარანტინი ვირუსის შესაძლო მატარებლებისთვის, ასევე დაინფიცირებულთა ყველა კონტაქტის დადგენა, კარანტინში მოთავსება და ტესტირება.

ამ სტრატეგიის წყალობით, ინფექციის მაჩვენებლები ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე ბევრ ეგრეთ წოდებულ განვითარებულ ქვეყანაში. მთავრობა აგზავნის მკაფიო გზავნილებს და საჭიროების შემთხვევაში აწესებს შეზღუდვებს.

ასევე ბრავო საქართველოს ჯანდაცვის სამსახურებს, რომლებიც სათანადო სიმაღლეზე აღმოჩნდნენ დაინფიცირებულთა მკურნალობის თვალსაზრისით და გამოამჟღავნეს თავიანთი პროფესიონალიზმი და საქმისადმი ერთგულება.

გმადლობთ და უფალმა დაგლოცოთ! გაუფრთხილდით თავს. შეასრულეთ მთავრობის რეკომენდაციები სოციალურ დისტანცირებასთან დაკავშირებით. ნუ გახვალთ გარეთ, თუკი არ არსებობის ამის უკიდურესი აუცილებლობა, ხშირად დაიბანეთ ხელები და გთხოვთ, ძალიან გთხოვთ, ნუ დაესწრებით საზოგადოებრივ შეკრებებს“, – წერს მაიკლ გარფორტი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.