მარინა სალუქვაძე: ,,შემოსავალი – ნული, როგორ ვუშველო ჩემს თანამშრომლებს?”

მარინა სალუქვაძე: ,,შემოსავალი - ნული, როგორ ვუშველო ჩემს თანამშრომლებს?"ყოფილი ტელეწამყვანი, მუსიკოს ზაზა მარჯანიშვილის ცოლი, მარინა სალუქვაძე კორონავირუსის გამო შექმნილ კრიზისზე წერს და იმაზე, რომ კაფე-ბარი ,,ზაზანოვა”, რომელსაც ის და მისი ქმარი ხელმძღვანელობენ, გაჩერებულია.

,,როგორ უნდა ვუშველო ჩემს თანამშრომლებს, ზაზანოვას გუნდს, რომელსაც დღიური ანაზღაურება ჰქონდათ? ჩვენი და ჩვენი გუნდის ერთადერთი შემოსავლის წყარო ხომ ,,ზაზანოვაა”, რომელც დროებით დაკეტილია, შემოსავალი 0. ტკივილამდე ვგრძნობ თითოეული მათგანის და მათი ოჯახების მიმართ პასუხისმგებლობას!” – წერს მარინა სალუქვაძე.

მარინა სალუქვაძის და ზაზა მარჯანიშვილის ინტერვიუ იხილეთ ქვემოთ.

მარინა სალუქვაძე: “ზაზას პრობლემები რომ გადავლახეთ, მერე მე გავხდი მისახედი”