ექიმი რევაზ ბოჭორიშვილი: ,,ასეთი რამ საფრანგეთს არ ახსოვს, ამის გაუთვალისწინებლობა დანაშაულია!”

ექიმი რევაზ ბოჭორიშვილი: ,,ასეთი რამ საფრანგეთს არ ახსოვს, ამის გაუთვალისწინებლობა დანაშაულია!"ექიმი რევაზ ბოჭორიშვილი ყველას მოუწოდებს, რომ სახლში დარჩნენ, მათ შორის მორწმუნეებსაც და მაგალითად მოჰყავს საფრანგეთის ქალაქი მიულოზი, სადაც დღეს კორონავირუსის მასშტაბები უკიდურესად არის გაზრდილი.

,,ქალაქი მიულუზი. ალზასში. გერმანია შვეიცარიის საზღვართან… 17-21 თებერვალს აქ, ევანგელისტურ ეკლესიაში საერთაშორისო შეკრება ჩატარდა. 2000-მდე ადამიანმა გაირა იმ ეკლესიაში იმ 5 დღის განმავლობაში. დღეს ეს რეგიონი ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია და ეპიდემიის გავრცელებაც იქიდან დაიწყო საფრანგეთში და მეზობელ ქვეყნებშიც..

სამი დიდი საუნივერსტეტო კლინიკა, თავად მიულუზის, კოლმარის და სტრასბურგის ვეღარ აუდის პაციენტთა ტალღებს. ყველა საწოლი ინტენსიური თერაპიის დაკავებულია. აღარ დავიწყებ საერთო ციფრების ციტირებას.  უშუალოდ იქაური კოლეგებისგანაც ვიცი, ბევრი ექიმიც დაავადდა, ბევრი ახალგაზრდა ექიმი, ზოგი სიკვდილს ებრძვის.
არმია საველე საავადმყოფოებს შლის მიულუზში. სამხედრო თვითმფრინავებით მძიმე პაციენტების ევაკუაცია ხდება სხვა სამხედრო ჰოსპიტლებისკენ. ასეთი რამ საფრანგეთში ჯერ არ მომხდარა.

დღეს აშკარაა, ყველასთვის, ყველა კონტინენტზე, ეპიდემიის შეკავების ყველაზე ქმედითი მეთოდი დისტანცირებაა, როგორც გინდათ, დაარქვით, სოციალური თუ ფიზიკური დისტანცირება!
ის, რომ ხალხის მასობრივი შეკრების ადგილი, დახურული და ვიწრო, ეპიდემიის გავრცელების მთავარი წყაროა, ახსნას აღარ უნდა საჭიროებდეს დღეს. ამის არგათვალისწინება დანაშაულია!”, – წერს რევაზ ბოჭორიშვილი.