,,მაგ ფულს არ გამოგართმევთ, სხვა ხანდაზმულებს მოახმარეთო” – წნორელი ავთო ტუხაშვილის სიკეთე

,,მაგ ფულს არ გამოგართმევთ, სხვა ხანდაზმულებს მოახმარეთო" - წნორელი ავთო ტუხაშვილის სიკეთესამოქალაქო აქტივისტი, მამა ბაგალიშვილი, რომელიც საზოგადოებამ პროექტიდან ,,ჩემი სამზარეულოს წესები” გაიცნო, ფეისბუქში წნორელი ავთო ტუხაშვილის შესახებ წერს:

,,მეწარმეს, ავთო ტუხაშვილს დავურეკე, ხანდაზმულებისთვის 500 კილოგრამი ფქვილის ყიდვა გვინდა და ხომ გაქვთ-მეთქი.
გვიპასუხა, გაითვალისწინეთ, მაგ ფულს მე არ გამოგართმევთ და სხვა ხანდაზმულებს მოახმარეთო.
ტირილი წამსკდა, ყელში ხმა აღარ ამომივიდა და გავუთიშე. მადლობა ვერ გადავუხადე.
P.S. დიდი კომპანიების რეკლამებს ვხედავთ, ვის როგორ ეხმარებიან და ამ კაცმა 3 დღის წინ 80 ოჯახს საზღვრისპირა სოფელში მიუტანა საკვები. ვინმემ გაიგეთ? ვერა. ჰოდა, იცნობდეთ. სასწაული ადამიანი და საოცარი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე მეწარმე გვყავს ქიზიყელებს!”.