ბიზნესმენი და ექიმი, თამაზ მჭედლიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ,,ეკონომიკურმა კორონამ” შეიძლება ბევრად დიდი ზიანი მიაყენოს მსოფლიოს, ვიდრე თავად ვირუსმა.
,,ალბათ ყველას თავისი აზრი აქვს, ჩემი კი ასეთია: მაქსიმალურად დასაცავი არიან მოხუცები და გასახსნელია ეკონომიკა, ეკონომიკურმა კორონამ ბევრად უფრო მეტი ზიანი რომ არ მოგვაყენოს…
P.S: გთხოვთ, სხვა აზრის მქონენო, არ გაბრაზდეთ. ხომ შეიძლება სხვადასხვა ადამიანებს სხვადასხვა აზრი ებადებოდეს”.

