სვანეთში სამ ქალს ეძებენ

სვანეთში სამ ქალს ეძებენსვანეთში, თეთნულდზე დაკარგულ სამ ტურისტს ეძებენ.

ბელარუსი ტურისტების დაკარგვის შესახებ შეტყობინება 112-ში დღეს, საღამოს შევიდა.

როგორც ცნობილია, სამივე ტურისტი ქალია. ორი მათგანი 60 წლამდე, ხოლო ერთი 36 წლამდე ასაკისაა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადასტურებს, რომ სამი ტურისტის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

უწყების ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ხვალ დილიდან განახლდება და საჭიროების შემთხვევაში, პროცესში სასაზღვრო სამსახურის ვერტმფრენიც ჩაერთვება.

პრაიმტაიმი