ლაგოდეხის ჩანჩქერზე გერმანელი ტურსიტი დაიღუპა

ლაგოდეხის ჩანჩქერზე გერმანელი ტურსიტი დაიღუპალაგოდეხში, სოფელ გურგენიანში, მდინარე ნინოსხევის ჩანჩქერზე გერმანელი ტურისტი გარდაიცვალა.

წინასწარი ინფორმაციით, შუახნის მამაკაცი ჩანჩქერიდან გადავარდა და ადგილზე დაიღუპა.

შემთხვევა იმ ადგილას მოხდა, სადაც სკოლის ექსკურსიის დროს 17 წლის სოფი ნიკოლეიშვილი დაიღუპა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მამაკაცის ცხედარი გურჯაანის პროზექტურაში გადაასვენეს. გერმანელი ტურისტი მეუღლესთან ერთად ლაგოდეხში რამდენიმე დღის წინ დასასვენებლად ჩავიდა და სასტუმროში ცხოვრობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

ინტერპრესნიუსი