მამაკაცი ძაღლის გადარჩენას ცდილობდა და ზღვაში დაიხრჩო

მამაკაცი ძაღლის გადარჩენას ცდილობდა და ზღვაში დაიხრჩოქობულეთში ზღვაში შუახნის მამაკაცი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ზღვაში ძაღლის გადასარჩენად შევიდა. ძლიერი ტალღების გამო, მან უკან გამოსვლა ვეღარ შეძლო. სამაშველო ღონისძიებების მიუხედავად, მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვლილი მამაკაცი ადგილობრივია.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყავნას გულისხმობს.