კატეგორია: შემთხვევა

35 წლის მადონა სუთიძემ პალატაში უმძიმესი მოტეხილობები მიიღო და გარდაიცვალა – რა მოხდა მცხეთის კლინიკაში – ვიდეო

მცხეთაში, „ჯეო ჰოსპიტალში“ ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებაში ოჯახის წევრები ექიმებს ადანაშაულებენ. გარდაცვლილი 35 წლის მადონა სუთიძეა. ოჯახის წევრების თქმით, მცხეთის „ჯეო ჰოსპიტალში“ პაციენტი ნაღვლის ბუშტის ოპერაციის გართულების გამო შეიყვანეს და მისთვის მეორე ოპერაციის გაკეთება იგეგმებოდა. ნათესავების ინფორმაციით, მათ ორი დღის განმავლობაში პაციენტის შესახებ სრული ინფორმაცია არ ჰქონდათ, მოგვიანებით კი სხვა პაციენტებისგან შეიტყვეს, რომ მადონა სუთიძეს სახის […]

მაშველებმა 17 წლის ლევან შაბალაიძის ცხედარი იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა მდინარე სტორში 17 წლის ლევან შაბალაიძის ცხედარი იპოვეს, მას 27 ივლისის შემდეგ ეძებდნენ. ლევან შაბალაიძე ერთ-ერთია, ვინც თუშეთში ავტოავარიას ემსხვერპლა. მასთან ერთად დაიღუპნენ მამა და 12 წლის ძმა. „ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მოქალაქეების სამაშველო-საძიებო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. მაშველებმა შეძლეს ავარიას გადარჩენილი ხუთი მოქალაქიდან სამის უვნებლად ამოყვანა ხეობიდან, მათ […]

,,ჩაინგრა მიწა და ჩარჩა კაცი ქვეშ” – ზუგდიდში კაცი ჭაში ჩავარდა – ვიდეო

ზუგდიდში მაშველები 10 მეტრის სიღრმის ჭიდან 70 წლამდე მამაკაცის ამოყვანას ცდილობენ. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ჭის ამოწმენდას ცდილობდა, ამ დროს მიწა ჩაიყარა და ქვეშ მოიყოლა. -ჩაინგრა მიწა და ჩარჩა კაცი ქვეშ, – ამბობს ოჯახის ახლობელი. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ის ღრმა ფსკერზე იყო ჩასული, შესაბამისად, ნაშალიც დიდია და შანსი იმისა, რომ ის ცოცხალი გადარჩა, პრაქტიკულად, არ არსებობს. კაცის ჭიდან […]

ზესტაფონში პანიკაა – ,,წუთებში გარდაიცვალა ცოლის და მთელი სოფლის თვალწინ”

ზეს­ტა­ფო­ნის რა­ი­ო­ნის სოფ­ლებ­ში პა­ნი­კაა – ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, რა­ი­ონ­ში წელს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მო­ი­მა­ტა კრა­ზა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ. მათი მტკი­ცე­ბით, 2 ზრდას­რუ­ლი მა­მა­კა­ცის გარ­დაც­ვა­ლე­ბა სწო­რედ კრა­ზა­ნის ნაკ­ბენს მოჰ­ყვა. ახ­ლობ­ლე­ბის თქმით, კრა­ზა­ნის კბე­ნი­დან 20 წუთ­ში გარ­და­იც­ვა­ლა სო­ფელ ბოს­ლევ­ში მცხოვ­რე­ბი 45 წლის გა­ი­ოზ ჭუმ­ბუ­რი­ძე და სო­ფელ ცხრაწყა­როს მკვიდ­რი 65 წლის ავ­თან­დილ კვა­რა­ცხე­ლია. ეჭვი აქვთ, რომ მწე­რის ნაკ­ბენ­მა გა­მო­იწ­ვია სო­ფელ სა­ქა­რა­ში რამ­დე­ნი­მე დღის […]

,,სოკო ვჭამე და ცუდად ვარო, ამის თქმა მოუსწრია და იქვე ჩაკეცილა” – ლენტეხში ერთი ადამიანი გარდაიცვალა, სამი მძიმედ არის

ლენტეხის რაიონში სოკოთი ინტოქსიკაციის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. 3 მოწამლული კი უმძიმეს მდგომარეობაშია. -სოკო ვჭამე და ცუდად ვარო, ამის თქმა მოუსწრია და იქვე ჩაკეცილა…, –  ყვება მეზობელი ლენტეხში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე. მომხდარზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

სოკოთი ერთი ადამიანი გარდაიცვალა, სამი კრიტიკულ მდგომარეობაშია

ლენ­ტეხ­ში სო­კო­თი ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის შე­დე­გად ერთი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, 3 მო­წამ­ლუ­ლი ქუ­თა­ის­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ქუ­თა­ი­სის რე­ფე­რა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რის და­ვით ჯა­ნა­ში­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2 პა­ცი­ენ­ტი რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა. -ერთი პა­ცი­ენ­ტი, რო­გორც ვი­ცით, სო­კოს მი­ღე­ბი­დან ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში გარ­და­იც­ვა­ლა, ჩვენ­თან იმ­ყო­ფე­ბა 2 პა­ცი­ენ­ტი, კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, – გა­ნა­ცხა­და და­ვით ჯა­ნა­ში­ამ. ექი­მის თქმით, უც­ნო­ბია, სო­კოს სა­ხე­ო­ბა, რაც მი­ი­ღეს მათ. კი­დევ ერთი […]

ბათუმში ლიფტი ჩამოვარდა, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ

ბათუმში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად, 3 ადამიანი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ლიფტში 4 ადამიანი იმყოფებოდა. როგორც ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, 3 დაშავებული ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, სამივე მათგანს მოტეხილობები ფეხის არეში აღენიშნება, ხოლო მეოთხე ადამიანს, რომელიც ლიფტში იმყოფებოდა, სამედიცინო დახმარება არ დასჭირდა. შემთხვევა აღმაშენებლის #2 ნომერში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში […]

,,ძველი მანქანა იყო, კარგა ხანს აკეთებდა” – ვინ არიან თუშეთში დაღუპულები და რა მოხდა ომალოს გზაზე

თუშეთში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. ფშავი-ომალოს გზაზე მომხდარ ავარიას 5 დამიანი ემსხვერპლა, აქედან სამი ერთი ოჯახიდანაა – მამა, შალვა შაბალაიძე და მისი ორი შვილი – გაგა და ლევან შაბალაიძეები. გაგა შაბალაიძე 12 წლის იყო. ასევე გარდაცვლები არიან სატვირთოს მძღოლი 25 წლის ზაურ გიგოიძე და 68 წლის ნათელა ალდამიძე-გიგოიძე.ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული 3 მოქალაქე ხევიდან […]

ცხენმა ბავშვს ფეხი ჩაარტყა, 7 წლის ბიჭს ელენთა ამოკვეთეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოში მცირეწლოვანს ცხენმა მუცლის არეში ფეხი ჩაარტყა. შვიდი წლის ბიჭი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმებმა მცირეწლოვანს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარეს და ელენთა ამოკვეთეს. საავადმყოფოს ქირურგის, ოთარ ბახუტაშვილის ინფორმაციით, ელენთა დაზიანებული იყო და მისი შენარჩუნება აღარ მოხერხდა. „ბავშვი სტაბილურადაა , ჩატარდა ოპერაცია და დაინიშნა შესაბამისი მკურნალობა“, – თქვა ბახუტაშვილმა. მცირეწლოვანი საავადმყოფოში რამდენიმე დღე დარჩება. პრაიმტაიმი

თუშეთში ავარიის დროს ხევში გადავარდნილების სამძებრო სამუშაოები შეწყდა

თუ­შე­თის გზა­ზე მომ­ხდა­რი ავა­რი­ის შე­დე­გად ხევ­ში გა­და­ვარ­დნი­ლე­ბის სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი შე­წყდა. ად­გილ­ზე მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში დარ­ჩე­ბი­ან სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­თე­ნე­ბის­თა­ნა­ვე გა­აგ­რძე­ლე­ბენ სამ­ძებ­რო-სა­მაშ­ვე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბებს. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავა­რი­ის შე­დე­გად გარ­დაც­ვლი­ლია 5 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის, 1 არას­რუ­წლო­ვა­ნია. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ შსს-დან აც­ნო­ბეს, შემ­თხვე­ვის დროს და­შა­ვე­ბუ­ლი 3 მო­ქა­ლა­ქე ხე­ვი­დან უსაფრ­თხოდ ამო­იყ­ვა­ნეს. „ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის მაშ­ვე­ლებ­მა […]