ბაღდათში შეყვარებული წყვილი ავარიაში დაიღუპა

ბაღდათში შეყვარებული წყვილი ავარიაში დაიღუპაბაღდათის ცენტრში ავტოსაგზაო შემთხვევას შეყვარებული წყვილი ემსხვერპლა.

19 წლის დათო ზივზივაძე, რომელიც მოტოციკლს მართავდა, შემთხვევიდან რამდენიმე წუთში დაიღუპა, მისი შეყვარებული მარიამ მაჩიტაძე კი საავადმყოფოში გადაყვანიდან რამდენიმე საათში.

ბაღდათის ცენტრში გუშინ ღამით ,,ბეემვე”-ს მარკის ავტომობილი და მოტოციკლი ერთამენთს შეეჯახა.

შსს-ის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ავტორი ირაკლი ვაჩიბერაძე