ურეკში 12 წლის ბავშვი და ახალგაზრდა ქალი დაიხრჩვნენ

ურეკში 12 წლის ბავშვი და ახალგაზრდა ქალი დაიხრჩვნენურეკში, ზღვაში 12 წლის ბავშვი და ახალგაზრდა ქალი დაიხრჩო. თვითმხილველების თქმით, ორივე დაღუპული ადგილობრივია.

მაშველებმა წყლიდან ორივე მოქალაქე უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს და პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიუხედავად, მათი დახმარება ვერ მოხერხდა.

მათივე ცნობით, ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო ბრიგადები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.