კატეგორია: სამართალი

ამ ვიდეოში მკაფიოდ ჩანს ქალი, რომელიც ბავშვს დანას სახეზე უსვამს

ვრცელდება კადრები, სადაც კარგად ჩანს ქალი, რომელმაც რამდენიმე საათის წინ თბილისში, ქუჩაში 3 წლის ბავშვი დაჭრა. ვიდეოში ჩანს, რომ 3 წლის ბიჭის დაჭრის შემდეგ უცნობ ქალს მისი ტყუპისცალის დაჭრის მცდელობაც ჰქონდა, თუმცა მამამ ხელი ააფარა ბავშვს და ყვირილი დაიწყო. ამის შემდეგ ქალი გაიქცა, მამა დაედევნა, თუმცა უკან, დაჭრილი ბავშვისკენ მიბრუნდა და იქვე მდებარე აფთიაქში შეიყვანა. […]

,,ბავშვს ნაკვეთი ჭრილობა ჰქონდა ცხვირის ფუძეზე და მარჯვენა ყვრიმალზე” – თბილისში 3 წლის ბავშვი ქალმა დანით დაჭრა

„პრაიმტაიმის”  ინფორმაციით, 3 წლის ბიჭის დაჭრის შემდეგ უცნობ ქალს მისი ტყუპისცალის დაჭრის მცდელობაც ჰქონდა, თუმცა მამამ ხელი ააფარა ბავშვს და ყვირილი დაიწყო. ამის შემდეგ ქალი გაიქცა, მამა დაედევნა, თუმცა უკან, დაჭრილი ბავშვისკენ მიბრუნდა და იქვე მდებარე აფთიაქში შეიყვანა. დაშავებული ბავშვი ახლა ჟვანიას კლინიკაშია. -ბავშვს ნაკვეთი ჭრილობა ჰქონდა ცხვირის ფუძეზე და მარჯვენა ყვრიმალის მიდამოში. ზოგადი მდგომარეობა […]

კადრები, სადაც დაჭრილი ბავშვის და მამამისის განწირული ხმა ისმის – ვიდეო

გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ დაესხა პეკინის გამზირზე თავს მცირეწლოვან ბავშვს უცნობი ქალი და სახის არეში ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა. ვიდეო მაღაზია აიტექნიკის გარე სათავლთვალო კამერით არის გადაღებული. კადრში ჩანს, როგორ ჩაიარა ოჯახმა ქუჩაზე. დედას ხელი ტყუპისცალ ბიჭზე აქვს ჩაკიდებული ხელი, მამას – გოგონაზე. მოგვიანებით ისმის ბავშვის განწირული ტირილი და მამაკაცის ყვირილის ხმა. შეგახსენებთ, […]

ვატო წერეთელი: ,,ტვ ,,პირველს” ვერ წაიღებთ! ვრჩებით გავლენების მიღმა”

TV პირველის მფლობელის მამისთვის, ავთანდილ წერეთელისთვის ბრალის წაყენებაზე პროკურატურამ დადგენილება მიიღო. ავთანდილ წერეთლის ვაჟი, ტვ ,,პირველის” მფლობელი ვატო წერეთელი ფეისუქში წერს: ,,მესამე წელია, ყველაფერს აკეთებთ. ყველა გზა და მეთოდი სცადეთ, მაგრამ არაფერი გამოგივიდათ. ახლა ყველაზე ძვირფასი ადამიანით მაშანტაჟებთ და აბსურდული საქმე აღძარით?! კიდევ ერთხელ გეუბნებით – ტვ პირველს ვერ წაიღებთ! ვრჩებით გავლენების მიღმა – მოვლენების […]

ნოდარ მელაძე: ,,მოკლეს ,,რ2″, კლავენ ,,პირველს”, ხელისუფლების აგონია”

TV პირველის მფლობელის, ვატო წერეთლის მამისთვის, ავთანდილ წერეთელისთვის, ბრალის წაყენებაზე პროკურატურამ დადგენილება მიიღო. ამის შესახებ უწყებაში ბრიფინგი გაიმართა. პროკურორის თქმით, თიბისი ბანკის საქმეზე ბრალის წასაყენებლად ის დღეს, 22 აგვისტოს დაიბარეს. მოგვიანებით კი სასამართლოს აღკვეთის ღონისძიებაზე მიმართავენ. -გამოტანილია დადგენილება ავთანდილ წერეთლის ბრალდების შესახებ, მის მიერ 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე ჩადენილი ჯგუფურად, რასაც […]

,,პოლიციამ სახლის კარი შეამტვრია და შევიდა” – ოჯახში ძალადობისთვის მამაკაცი დააკავეს

გორში, წმინდა წყლის დასახლებაში, სამართალდამცველების რამდენიმე ეკიპჟია მობილიზებული. „დიანიუსის” ინფორმაციით, ცხინვალის გზატკეცილზე სამართალდამცველებმა ერთი ადამიანი დააკავეს. სხვა დამატებითი დეტალები ამ წუთებში უცნობია. „პოლიციელები არიან მოსულები. ერთ-ერთი მეზობლის სახლის კარი შეამტვრიეს და ისე შევიდნენ სახლში, როგორც ვიცით ერთი ბიჭი დააკავეს. სხვა არაფერი ვიცით”, – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი. ,დაკავებულია 35 წლამდე ახალგაზრდა მამაკაცია და მას სამართალდამცველები ოჯახში […]

ძროხები მოიპარეს

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა კუმისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი მსხვილფეხა პირუტყვი მოიპარეს. სამართალდამცველებმა ნაქურდალ საქონელს მალევე მიაგნეს და მეპატრონეს დაუბრუნეს. რაც შეეხება ბრალდებულებს, პოლიციამ ისინი იმ დროს შეაჩერა, როდესაც მოპარული საქონელი მიკროავტობუსით წალკა-თეთრიწყაროს საავტომობილო გზაზე გადაჰყავდათ. გამოძიება ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას […]

ზესტაფონში მამამ შვილს დანით ორი ჭრილობა მიაყენა – დამნაშავეს 10 წელი მიუსაჯეს

შვილის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ  რ.ს.-ს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ,,ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შვილის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული რ.ს. დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 12 სექტემბერს, ზესტაფონის რაიონის სოფელ ფუთში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა რ.ს.-მ ურთიერთშელაპარაკებისას შვილს მ.ს.-ს, დანით გულმკერდის არეში ორი […]

,,არ მომკლა, ნინო” – დედამთილის გაქურდვისთვის დაკავებულ რძალს სამწლიანი საპროცესო შეუფარდეს – ვიდეო

ქურდობა ზუგდიდში – დედამთილისთვის ფულის მოპარვის გამო დაკავებულ რძალს სამწლიანი საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს. საქმეზე სასამართლო სხდომა გუშინ გაიმართა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. რძალმა დედამთილს 7000 ლარამდე თანხა მოპარა. ქურდობის დროს სახლში სამი წევრი იმყოფებოდა. რძალმა ოჯახის კუთვნილი ავტომანქანის გატაცებაც სცადა, რის შემდეგაც დედამთილმა დახმარებისთვის მეზობლებს და პოლიციას მიმართა. რძალი მომხდარიდან 3 საათში დააკავეს. ამოღებული […]

,,ომარ გამყრელიძე დაეხმარა შვილს, მოეკლა დედა და ძმა?” – ყანდაურას საქმის დეტალები

ყან­და­უ­რა­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბულ ომარ გამ­ყრე­ლი­ძეს მხო­ლოდ 1 ადა­მი­ა­ნის, მე­უღ­ლის მკვლე­ლო­ბა­ში დახ­მა­რე­ბას ედა­ვე­ბი­ან. ამის შე­სა­ხებ ომარ გამ­ყრე­ლი­ძის ად­ვო­კატ­მა გი­ლე­რი ენ­დე­ლა­ძემ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და. ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბა ომარ გამ­ყრე­ლი­ძის მე­უღ­ლის მკვლე­ლო­ბას მათ შვილს, ნო­დარ გამ­ყრე­ლი­ძეს ედა­ვე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა შემ­თხვე­ვის დროს მოკ­ლულ და­ნარ­ჩენ 4 ადა­მი­ანს, ად­ვო­კა­ტის, გილერი ენდელაძის გან­მარ­ტე­ბით, მათ საქ­მე­ზე არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი. -ბრა­ლი, რაც ჰქონ­და ომარ […]