კატეგორია: სამართალი

რუსთავში 27 წლის ბიჭი მეგობრებმა გარდაცვლილი იპოვეს

რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე, 27 წლის ბიჭი მეგობრებმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ნიუპოსტი

გიორგი პავლიაშვილი ბოშებმა ცემით მოკლეს – ,,ათობით ბოშა ურტყამდა ერთ ქართველს”

ესპანეთში ბარსელონაში მომხდარი დაპირისპირების შედეგად 30 წლის ქართველი მამაკაცი დაიღუპა. ირკვევა, რომ ამ სისხლიანი ტრაგედიის მსხვერპლი 30 წლისგიორგი პავლიაშვილია, რომელიც ბოლო 4 წლის განმავლობაში ესპანეთში მშობლებთან ერთად ცხოვრობდა. გიორგი პავლიაშვილის ახლობელი: – ჩვენი ღიმილის ბიჭი იყო. უფრო მოსიყვარულე და ერთგულ ადამიანს გვერდით ვერავინ ინატრებს. საოცარი სულიერი სამყარო ჰქონდა: საქართველოს მთები და ტბები სულ საკუთარი ფეხით […]

,,ირაკლი თორდინავას საჭმელზე მეტად სწავლა უნდოდა, ამიტომ დაიწყო შიმშილობა” – 34 წლის მამაკაცის გარდაცვალების დეტალები

დუშეთის შშმ პირთა პანსიონატში მცხოვრები 34 წლის ირაკლი თორდინავა რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. „პრაიმტაიმს“ წყარომ განუცხადა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც შიმშილობა დაიწყო. პროტესტის უკიდურეს ზომას იმიტომ მიმართა, რომ სწვლა სურდა. ის დღეს ფოთში დაკრძალეს. იქ ირაკლი თორდინავას ბიოლოგიური დედა ცხოვრობდა. გასაგები მიზეზების გამო „პრაიმტაიმი“ წყაროს სახელსა და გვარს არ აკონკრეტებს. -ირაკლი […]

ნიკა გვარამიას პირველი კომენტარი – ,,არ გადავიხდი და ვნახოთ, შეეშინდებათ თუ არა ჩემი პატიმრობის”

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ნიკა გვარამია ეხმაურება. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და 40 ათას ლარიანი გირაო დააკისრა, ასევე, ,,რუსთავი 2-ის” ყოფილ გენერალურ დირექტოს აეკრძალა ქვეყნის დატოვება პროკურატურის თანხმობის გარეშე. -5 ლარიც რომ ყოფილიყო გირაო, არ გადავიხდიდი, პრინციპის ამბავია, მოსამართლეს ვუთხარი, გირაოს არ გადავიხდი, არ გამომიტანო-თქო და ასეთი რამ არ გამიგია, რომ გეუბნება, ბრალდებული არ გადავიხდი, […]

ნიკა გვარამიას გირაო შეუფარდეს – ,,ამ ხალხმა კარგად იცის, რომ მე ფული არ მაქვს და არ გამიკეთებია”

ნიკა გვარამიას საქმე – სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია. საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. მოსამართლემ ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 ათას ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა. მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილება თითქმის 5 საათიანი განხილვის შემდეგ მიიღო. გირაოს გადახდა ნიკა გვარამიას 30 დღის განმავლობაში მოუწევს. პროკურატურა ნიკა გვარამიასთვის 80 ათას ლარიან გირაოს და უწყების გაფრთხილების გარეშე ქვეყნის დატოვების […]

ნიკა გვარამია განაჩენს ელოდება

ნიკა გვარამიას საქმე – მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა. მოსამართლის თქმით, სათათბირო ოთახის დატოვების შემდეგ გამოაცხადებს გადაწყვეტილებას. საქალაქო სასამართლოში პროცესი, თითქმის, 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობს. სხდომაზე მხარეები სიტყვით გამოვიდნენ. ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ თუ მოსამართლე გირაოს შეფარდების გადაწყვეტილებას მიიღებს, ის გირაოს არ გადაიხდის. როგორც ცნობილი გახდა, საქმეზე წინასასამართლო სხდომა 30 სექტემბერს გაიმართება. ნიკა გვარამიას პროკურატურამ ბრალი […]

გორში სილამაზის სალონი გაქურდეს

ქალთა და მამაკაცთა სალონი გაქურდეს წუხელ გვიან ღამით გორში. ,,ნიუპოსტის” კორესპონდენტის ცნობით, შემთხვევა წმინდაწყლის დასახლებაში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, სალონიდან წაღებულია 50 ლარი. როგორც “ნიუპოსტს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 177 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. ნიუპოსტი

ნიკა გვარამია მეუღლეზე: ,,ჩემი გოგოა ეს, ყველაზე მაგარი გოგოა და ყველაზე ლამაზიც”

,,გენაცვალე, დღევანდელი დღის მთავარი გმირობა ჩემთვის… ჩემი გოგოა ეს. ყველაზე მაგარი გოგოა და თან ყველაზე ლამაზიც”, – დაწერა ნიკა გვარამიამ გუშინ თავის მეუღლეზე, სოფო ლილუაშვილზე. 9 აგვისტოს ცოლ-ქმარი პროკურატურაში ერთად მივიდნენ. ნიკა გვარამიას მეორე ნახევარმა ჟურნალისტებთან მწვავე განცხადებები გააკეთა. სოფო ლილუაშვილმა „პრაიმტაიმთან“ ბინების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მას და ნიკას ამაზე საუბარი ჰქონდათ და ის […]

გივი ჭაბაშვილი ფეხსაცმლით ამოიცნეს, ცხედარი დანაწევრებულია

სიღნაღის რაიონში, ტყეში მამაკაცის ცხედრის ნაწილები იპოვეს. ,,პრაიმტაიმის” ინფორმაციით, გარდაცვლილი 83 წლის გივი ჭაბაშვილია, რომელსაც ოჯახი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ეძებდა. მისი ცხედრის ერთი ნაწილი და ტანსაცმელი ტყის მასივში იპოვეს, ცხედრის გარკვეული ფრაგმენტების მოძებნა ვერ მოხერხდა. ახლობლების ვარაუდით, შესაძლოა მოხუცი ტყეში მგლებმა დაგლიჯეს. ცხედარი ოჯახის წევრებმა ფეხსაცმლით ამოიცნეს. ,,პრაიმტაიმს” შსს-ში განუცხადეს, რომ მონხდარზე გამოძიება სისხლის […]

ნიკა გვარამია პროკურატურაშია – ,,შეიძლება დამაკავონ, მაგრამ ახალი ტელევიზიის გუნდი უკვე შექმნილია და მათ იციან, რა უნდა გააკეთონ”

ტელეკომპანია ,,რუსთავი 2″-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პროკურატურაში გამოკითხვაზეა. მისი ადვოკატი ამ წუთებში ეცნობა 1 აგვისტოს გამოკითხვის ოქმს. ადვოკატის თქმით, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე. -უკანონობას ზღავრი არ აქვს, ამიტომ მოსალოდნელი ყველაფერია… ეს შეიძლება დამთავრდეს დაკავებით, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, რაც მე ვთქვი, ის მაინც გაკეთდება, არ მადარდებს არაფერი. მიზანია, რომ ტელევიზიის შექმნაში […]