ვატო წერეთელი: ,,ტვ ,,პირველს” ვერ წაიღებთ! ვრჩებით გავლენების მიღმა”

ვატო წერეთელი: ,,ტვ ,,პირველს" ვერ წაიღებთ! ვრჩებით გავლენების მიღმა"TV პირველის მფლობელის მამისთვის, ავთანდილ წერეთელისთვის ბრალის წაყენებაზე პროკურატურამ დადგენილება მიიღო. ავთანდილ წერეთლის ვაჟი, ტვ ,,პირველის” მფლობელი ვატო წერეთელი ფეისუქში წერს:

,,მესამე წელია, ყველაფერს აკეთებთ. ყველა გზა და მეთოდი სცადეთ, მაგრამ არაფერი გამოგივიდათ. ახლა ყველაზე ძვირფასი ადამიანით მაშანტაჟებთ და აბსურდული საქმე აღძარით?! კიდევ ერთხელ გეუბნებით – ტვ პირველს ვერ წაიღებთ! ვრჩებით გავლენების მიღმა – მოვლენების შუაგულში. სანამ ცოცხალი ვარ, ჩვენი არხი არ გაითიშება და არც არანაირ ტრენდზე დაჯდება. მამა – ავთო წერეთელი არის ჩვენი თანამოაზრე ამ ბრძოლაში.
P.S. პროკურატურასთან შედგა კომუნიკაცია, ფორმალობებს ავთანდილ წერეთლის ადვოკატი კახა წერეთელი მიხედავს.
ავთანდილ წერეთელი მზად არის, გამოცხადდეს პროკურატურაში 29 აგვისტოს საქართველოში დაბრუნებისთანავე. ამის თაობაზე საქმის კურსშია საქართველოს გენერალური პროკურატურა”.