,,პოლიციამ სახლის კარი შეამტვრია და შევიდა” – ოჯახში ძალადობისთვის მამაკაცი დააკავეს

,,პოლიციამ სახლის კარი შეამტვრია და შევიდა" - ოჯახში ძალადობისთვის მამაკაცი  დააკავესგორში, წმინდა წყლის დასახლებაში, სამართალდამცველების რამდენიმე ეკიპჟია მობილიზებული. „დიანიუსის” ინფორმაციით, ცხინვალის გზატკეცილზე სამართალდამცველებმა ერთი ადამიანი დააკავეს. სხვა დამატებითი დეტალები ამ წუთებში უცნობია.

„პოლიციელები არიან მოსულები. ერთ-ერთი მეზობლის სახლის კარი შეამტვრიეს და ისე შევიდნენ სახლში, როგორც ვიცით ერთი ბიჭი დააკავეს. სხვა არაფერი ვიცით”, – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

,დაკავებულია 35 წლამდე ახალგაზრდა მამაკაცია და მას სამართალდამცველები ოჯახში ძალადობას, მუქარას და სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ დროისთვის მხოლოდ დაკავების ფაქტს ადასტურებენ.

დიანიუსი