,,არ მომკლა, ნინო” – დედამთილის გაქურდვისთვის დაკავებულ რძალს სამწლიანი საპროცესო შეუფარდეს – ვიდეო

,,არ მომკლა, ნინო" - დედამთილის გაქურდვისთვის დაკავებულ რძალს სამწლიანი საპროცესო შეუფარდეს - ვიდეოქურდობა ზუგდიდში – დედამთილისთვის ფულის მოპარვის გამო დაკავებულ რძალს სამწლიანი საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს. საქმეზე სასამართლო სხდომა გუშინ გაიმართა.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. რძალმა დედამთილს 7000 ლარამდე თანხა მოპარა. ქურდობის დროს სახლში სამი წევრი იმყოფებოდა. რძალმა ოჯახის კუთვნილი ავტომანქანის გატაცებაც სცადა, რის შემდეგაც დედამთილმა დახმარებისთვის მეზობლებს და პოლიციას მიმართა. რძალი მომხდარიდან 3 საათში დააკავეს.
ამოღებული თანხა დაზარალებულს სრულად დაუბრუნდა.

ინტერპრესნიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი