კადრები, სადაც დაჭრილი ბავშვის და მამამისის განწირული ხმა ისმის – ვიდეო

კადრები, სადაც დაჭრილი ბავშვის და მამამისის განწირული ხმა ისმის - ვიდეოგავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ დაესხა პეკინის გამზირზე თავს მცირეწლოვან ბავშვს უცნობი ქალი და სახის არეში ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა. ვიდეო მაღაზია აიტექნიკის გარე სათავლთვალო კამერით არის გადაღებული.

კადრში ჩანს, როგორ ჩაიარა ოჯახმა ქუჩაზე. დედას ხელი ტყუპისცალ ბიჭზე აქვს ჩაკიდებული ხელი, მამას – გოგონაზე. მოგვიანებით ისმის ბავშვის განწირული ტირილი და მამაკაცის ყვირილის ხმა.

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით 2 საათის წინ უცნობმა ქალმა, რომელიც ზებრაზე გადადიოდა სამი წლის ბავშვს სახეზე ცივი იარაღი დაუსვა. მან მისი ტყუპისცალი გოგონასკენაც გაიწია, მაგრამ მას მამამ ააფარა ხელი.

თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. სამართალდამცველებს ის ჯერ არ უპოვიათ.

პრაიმტაიმი, ვიდეო

პეკინზე მცირეწლოვანი ბავშვი დაჭრეს – სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები

Gepostet von ახალი ამბები am Dienstag, 27. August 2019