,,ბავშვს ნაკვეთი ჭრილობა ჰქონდა ცხვირის ფუძეზე და მარჯვენა ყვრიმალზე” – თბილისში 3 წლის ბავშვი ქალმა დანით დაჭრა

,,ბავშვს ნაკვეთი ჭრილობა ჰქონდა ცხვირის ფუძეზე და მარჯვენა ყვრიმალზე" - თბილისში 3 წლის ბავშვი ქალმა დანით დაჭრა„პრაიმტაიმის”  ინფორმაციით, 3 წლის ბიჭის დაჭრის შემდეგ უცნობ ქალს მისი ტყუპისცალის დაჭრის მცდელობაც ჰქონდა, თუმცა მამამ ხელი ააფარა ბავშვს და ყვირილი დაიწყო. ამის შემდეგ ქალი გაიქცა, მამა დაედევნა, თუმცა უკან, დაჭრილი ბავშვისკენ მიბრუნდა და იქვე მდებარე აფთიაქში შეიყვანა.

დაშავებული ბავშვი ახლა ჟვანიას კლინიკაშია.

-ბავშვს ნაკვეთი ჭრილობა ჰქონდა ცხვირის ფუძეზე და მარჯვენა ყვრიმალის მიდამოში. ზოგადი მდგომარეობა იყო საშუალო სიმძიმის. ბავშვი ქირურგიულ განყოფილებაში იმყოფება, სახეზე ქირურგიული ჩარევა უტარდება. მიყენებული აქვს ორი, საკმაოდ ღრმა ჭრილობა, – ამბობს ექიმი მედია რამიშვილი.

დატოვეთ თქვენი კომენტარი