ნოდარ მელაძე: ,,მოკლეს ,,რ2″, კლავენ ,,პირველს”, ხელისუფლების აგონია”

ნოდარ მელაძე: ,,მოკლეს ,,რ2", კლავენ ,,პირველს", ხელისუფლების აგონია"TV პირველის მფლობელის, ვატო წერეთლის მამისთვის, ავთანდილ წერეთელისთვის, ბრალის წაყენებაზე პროკურატურამ დადგენილება მიიღო. ამის შესახებ უწყებაში ბრიფინგი გაიმართა.

პროკურორის თქმით, თიბისი ბანკის საქმეზე ბრალის წასაყენებლად ის დღეს, 22 აგვისტოს დაიბარეს. მოგვიანებით კი სასამართლოს აღკვეთის ღონისძიებაზე მიმართავენ.

-გამოტანილია დადგენილება ავთანდილ წერეთლის ბრალდების შესახებ, მის მიერ 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, – განმარტა პროკურორმა.

მისივე თქმით, ამავე საქმეზე თიბისის დამფუძნებლები, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე ბრალდების დაზუსტების მიზნით დაიბარეს.

TV პირველის მფლობელი, ვახტანგ (ვატო) წერეთელი იმ კომპანიების მფლობელია, რომლებიც თიბისი ბანკიდან ფულის გათეთრების საქმეში ფიგურირებს. პროკურატურის ინფორმაციით, ბანკმა იმ კომპანიებზე გასცა 17 მილიონ დოლარამდე სესხი, რომელმაც თიბისის დამფუძნებელებს, მამუკა ხაზარაძესა და ავთო ჯაფარიძეს იგივე თანხა ასესხა.

ჟურნალისტი ნოდარ მელაძე ამ ინფორმაცის ფეისბუქით ეხმაურება და წერს:

,,მარცხისთვის განწირული ხელისუფლების აგონია. მოკლეს ,,რ2″, კლავენ ტვ ,,პირველს”. ყველა ვინც ამას ხელს აწერს, არის ქვეყნის მესაფლავე! ვატო წერეთელი –  ბევრი წელია ჩემი ძმა ხარ და შენი შემშინებელი კაცი ჯერ არ მინახვს. GO bro GO, გამოწვევები ბრძოლას უფრო საინტერესოს ხდის!”.