კატეგორია: სამართალი

ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა მძიმეა – ,,მთავარი სიტყვა ექიმებმა უნდა თქვან”

„მთავარი სიტყვა ექიმებმა უნდა თქვან. მე ახლა მოვედი. როგორც ვიცი, მარტო იყო. თუ ვინმე ახლდა, იმედია, სამართალდამცველები მოიძიებენ და მოწმის სახით მაინც გამოკითხავენ. დამატებით დეტალებს არ ვფლობ. ერთადერთი, რაც ვიცი, მას ჭრილობები დანით გულ-მკერდისა და თავის არეში აქვს მიყენებული“,- ამბობს ცონტე გასახურდიას უფროსი ძმა კოკო გამსახურდია. ცოტნე გამსახურდია დღეს საღამოს ვერაზე დაჭრეს. ის საავადმყოფოში უგონო […]

რუსთავში ცოლმა ქმარს სქესობრივი კავშირის გამო უჩივლა

რუსთავში ინტიმური ურთიერთობისას ქმარმა სავარაუდოდ ცოლის თხოვნა არ გაითვალისწინა რასაც კამათი მოჰყვა. ქალმა 112-ში მეუღლესთან მისთვის არასასურველი სქესობრივი კავშირის გამო დარეკა. შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციამ მამაკაცი დააკავა, მოსამართლემ კი დაკავებულს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე მიუსაჯა. გამოძიება სსკ 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს. ინფო რუსთავი

საფრანგეთში 31 წლის ნიკა ქირია გარდაიცვალა – ,,ჩემი შვილი თავს არ მოიკლავდა”

საფრანგეთის ქალაქ ტულუზას ციხეში 31 წლის ზუგდიდელი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ის ჩამომხრჩვალი ციხის თანამშრომლებმა ნახეს. ახლობლებს ამის შესახებ საფრანგეთში მცხოვრებმა მეგობრებმა შეატყობინეს. გარდაცვლილი ნიკა ქირიას დედის, ფატიმა ლაგვილავას თქმით, მას თვითმკვლელობის მცდელობა, როგორც უთხრეს, ადრეც ჰქონდა, თუმცა გარდაცვლილის დედა თვითმკვლელობის ვერსიას უარყოფს. -ჩემი შვილი თავს არ მოიკლავდა. ერთადერთი, რაც მინდა, ვისაც შეუძლია, დაგვეხმაროს გადმოსვენებაში. მეტი არაფერი მინდა, […]

დიღომში ქალს ყელი გამოჭრეს – ,,შველას ითხოვდა, ყვიროდა”

ახალგაზრდა ქალს დიღომში ყელი გამოჭრეს. დაჭრილი ქალბატონის მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევა მარშალ გელოვანის გამზირზე მოხდა, ქალი სასიკვდილოდ მისთვის უცნობმა მამაკაცმა გაიმეტა. დამნაშავე უკვე დაკავებულია. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება მომხდარზე განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს. -ახალგაზრდა ქალის ყვირილი გავიგეთ, ხიდზე გადადიოდა და შველას ითხოვდა. უცნობი მამაკაცი ადგილიდან მიიმალა, – ყვებიან […]

ნიკა გვარამიას ცოლ-შვილს ფარულად უთვალთვალებენ – სკანდალური ვიდეო

ეს არის კადრები, რომლებიც ნიკა გვარამიას თქმით, მას პროკურატურამ გამოუგზავნა, მიზნად მის დაშინებას ისახავდა, რამაც გარკვეულწილად აფიქრებინა საქართველოდან წასვლაზე, თუმცა საბოლოოდ მან მიიღო საქართველოში დარჩენის გადაწყვეტილება. ვიდეოკადრებს თავად ნიკა გვარამია ავრცელებს. ამასთან, მან გასულ ღამეს, საკუთარ ტელეგადაცემაში დააახლოებით 40 წუთის განმავლობაში ისაუბრა გარემოებებზე, რომლებითაც ხელისუფლება მის შანტაჟს ცდილობდა. გენერალური პროკურატურა უარყოფს „მთავარი არხის“ გავრცელებულ ინფორმაციას, […]

თბილისში ქმარი ორსულ ცოლს ფანჯრიდან აგდებდა – ,,ვთხოვე, რომ არ მოვეკალი”

თბილისის საქალაქო სასამართლო არსებითად განიხილავს სისხლის სამართლის საქმეს 33 წლის მამაკაცის წინააღმდეგ. მას 24 წლის მეუღლის მიმართ სისტემატიურ ძალადობაში ადანაშაულებენ. „არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ გ.ხ-მ ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სისტემატიური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია.  დანაშაული ჩადენილია დამნაშავის მიერ წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ“, – ნათქვამია ბრალის დადგენილებაში, რომელსაც […]

,,მეზიზღებით! თქვენ მე მამა წამართვით!” – მოკლული ნოდარ ცხადაძის გოგონა კვიციანების ოჯახს მიმართავს

ორი კვირის წინ თბილისში, ცხადაძეების ოჯახში დიდი ტრაგედია დატრიალდა. ორდღიანი ძებნის შემდეგ 36 წლის ნოდარ ცხადაძის ცხედარი თბილისის ზღვაზე იპოვეს. ის ცეცხლსასროლი იარაღითაა მოკლული. ტრაგედიას უფრო შემზარავს ის ხდის, რომ მკვლელობაში ბრალდებული ნოდარ ცხადაძის მეგობარი და მისი შვილის, ანი ცხადაძის ნათლია ბექა კვიციანია. სამართალდამცავებმა ის რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ დააკავეს. ბექა კვიციანი დეპუტატ ემზარ კვიციანის ძმისშვილია. […]

ნიკა გვარამია: ,,ეს არის 37 პატრიოტის წამება!” – ვიდეო

,,თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ უკანონოდ დაკავებული 37 პატრიოტის გამოცხადებული წამების ქრონიკა!”- ასე აფასებს ,,მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია აქციის დროს დაკავებული პირების სასამართლოს – ვიდეო. https://www.facebook.com/TvMtavari/videos/1577499555725108/?t=25

,,არავინ მელაპარაკება, თითქოს არც ვარსებობ” – რას ყვებოდა ლევან აბაშიძე, რომელმაც სავარაუდოდ დედა და და მოკლა, მერე კი თავი მოიკლა – ვიდეო

17 ნო­ემ­ბერს ვა­კე­ში, ატე­ნის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ში სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რობს არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია ,,ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრი”. რო­გორც ცენ­ტრის ად­ვო­კატ­მა ეკა ქო­ბე­საშ­ვილ­მა ,,პალიტრავიდეოს” უამ­ბო, ლე­ვან აბა­ში­ძემ, რო­მელ­მაც სა­ვა­რა­უ­დოდ, დედა და და დახოცა, შემ­დეგ კი თავი მო­იკ­ლა, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მხრი­დან შე­ვიწ­რო­ე­ბის გამო დახ­მა­რე­ბის­თვის ცენ­ტრს რამ­დენ­ჯერ­მე მი­მარ­თა. ლე­ვან აბა­ში­ძე 2016 წლის 9 სექ­ტემ­ბრით და­თა­რი­ღე­ბულ ვიდეოში “ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრს” […]

,,ალბათ დედამ დაურეკა, მიშველეო, თაკო ღამის 4 საათზეა იქ მივარდნილი” – ეკო ფანგანი ვაკეში დატრიალებულ ტრაგედიაზე

ატე­ნის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბა ჯერ კიდევ ბურუსითაა მოცული. ერთ-ერთი ვერსიით, ლევან აბაშიძემ და, თაკო აბაშიძე და დედა, ირინე გედევანიშვილი მოკლა და მერე თავი მოიკლა. ტელეწამყვანი ეკო ფანგანი ოჯახის მეგობარი იყო. ის ყვება, რომ და-ძმას ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა არ ჰქონდა, ამიტომ თაკო ცალკე ცხოვრობდა. მისი თქმით, ლევან აბაშიძემ რამდენიმე თვის წინ თავის ტრავმა მიიღო და ფსიქიკური […]