17 ნოემბერს ვაკეში, ატენის ქუჩაზე მომხდარი სასტიკი მკვლელობის საქმეში საინტერესო დეტალებზე საუბრობს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ადამიანის უფლებათა ცენტრი”.
როგორც ცენტრის ადვოკატმა ეკა ქობესაშვილმა ,,პალიტრავიდეოს” უამბო, ლევან აბაშიძემ, რომელმაც სავარაუდოდ, დედა და და დახოცა, შემდეგ კი თავი მოიკლა, სამართალდამცველების მხრიდან შევიწროების გამო დახმარებისთვის ცენტრს რამდენჯერმე მიმართა.
ლევან აბაშიძე 2016 წლის 9 სექტემბრით დათარიღებულ ვიდეოში “ადამიანის უფლებათა ცენტრს” მიმართავს და ამბობს, რომ ძალოვანი უწყების წარმომადგენლებისგან იდევნება – ვიდეო.