,,ალბათ დედამ დაურეკა, მიშველეო, თაკო ღამის 4 საათზეა იქ მივარდნილი” – ეკო ფანგანი ვაკეში დატრიალებულ ტრაგედიაზე

,,ალბათ დედამ დაურეკა, მიშველეო, თაკო ღამის 4 საათზეა იქ მივარდნილი" - ეკო ფანგანი ვაკეში დატრიალებულ ტრაგედიაზეატე­ნის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბა ჯერ კიდევ ბურუსითაა მოცული. ერთ-ერთი ვერსიით, ლევან აბაშიძემ და, თაკო აბაშიძე და დედა, ირინე გედევანიშვილი მოკლა და მერე თავი მოიკლა.

ტელეწამყვანი ეკო ფანგანი ოჯახის მეგობარი იყო. ის ყვება, რომ და-ძმას ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა არ ჰქონდა, ამიტომ თაკო ცალკე ცხოვრობდა.

მისი თქმით, ლევან აბაშიძემ რამდენიმე თვის წინ თავის ტრავმა მიიღო და ფსიქიკური პრობლემები დაეწყო.

-თაკო არის ღამის ოთხ საათზე იმ სახლში მისული. ტყუილად ხომ არ მივიდოდა, რაღაცაზეა იქ მივარდნილი, ალბათ დაურეკა დედამისმა, მიშველეო, ვერ ვხვდები საერთოდ, რა მოხდა, – ამბობს ეკო ფანგანი.