,,მეზიზღებით! თქვენ მე მამა წამართვით!” – მოკლული ნოდარ ცხადაძის გოგონა კვიციანების ოჯახს მიმართავს

,,მეზიზღებით! თქვენ მე მამა წამართვით!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის გოგონა კვიციანების ოჯახს მიმართავსორი კვირის წინ თბილისში, ცხადაძეების ოჯახში დიდი ტრაგედია დატრიალდა. ორდღიანი ძებნის შემდეგ 36 წლის ნოდარ ცხადაძის ცხედარი თბილისის ზღვაზე იპოვეს. ის ცეცხლსასროლი იარაღითაა მოკლული. ტრაგედიას უფრო შემზარავს ის ხდის, რომ მკვლელობაში ბრალდებული ნოდარ ცხადაძის მეგობარი და მისი შვილის, ანი ცხადაძის ნათლია ბექა კვიციანია. სამართალდამცავებმა ის რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ დააკავეს. ბექა კვიციანი დეპუტატ ემზარ კვიციანის ძმისშვილია.

მოკლული ნოდარ ცხადაძის ქალიშვილი, ანი ცხადაძე ფეისბუქში წერილს აქვეყნებს და ნათლიას და მის ოჯახს მიმართავს.
,,ცხოვრებაში არავისზე მითქვამს, მეზიზღება-მეთქი. საერთოდ არც კი ვიცოდი, ეს რა გრძნობა იყო, მაგრამ ახლა მივხვდი. ყველანი მეზიზღებით, განსაკუთრებით კი ის, ვინც ჩემი ,,ნათლია’’ იყო. ჩემი ცხოვრების ბედნიერი წუთები დასრულდა. სული მეწვის და გული მტკივა. არც კი ვიცი, როგორ შეძელით ასეთი ადამიანის გაზრდა. თქვენ მე მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ. უზომოდ მენატრება და მაკლია.

ჩემი პატარა გამძლეობით ყველაფერს გავაკეთებ. მაქსიმუმს გავაკეთებ იმისთვის, რომ ყველა სათანადოდ დაისაჯოს. მე თუ ვერა, ღმერთი ამას ასე არ დატოვებს. ერთი ის იცოდეთ, რომ თქვენი ყველა სიტყვა კარგად მახსოვდა – შენი ნათლიის სახელი ახსენე და იამაყებო, რაშიც არ უნდა დაგჭირდეს, შენთან იქნებაო.

ვიამაყო?! ვიამაყო კი არა, მრცხვენია. მრცხვენია, საერთოდ რომ გიცნობთ. რომ მეუბნებოდით, ახლა რასაც ვერ გიკეთებს, მერე გაგიკეთებსო, ისეთი რაღაც გამიკეთა, რომ გული მომიკლა. მთავარი დამნაშავე თქვენ ხართ, ასეთი შვილი რომ გაზარდეთ და თან რომ ცდილობთ, ხელი ააფაროთ.

მე ვამაყობ მამაჩემით და ყოველთვის ვიამაყებ, თქვენ კი უბრალოდ ვერ გიტანთ!”, – დაწერა ანი ცხადაძემ.

,,არაფერი ახსოვს, სრულ ჭკუაზე არ არის… მერჩივნა, ბექა მოეკლათ” – ემზარ და ნორა კვიციანები