შსს-მ ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კი 4 პირი – 1991 წელს დაბადებული ტ.ღ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1990 წელს დაბადებული თ.ქ., 1991 წელს დაბადებული გ.ს., 1982 წელს დაბადებული პ.ყ. და 1973 წელს დაბადებული კ.ჩ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით. -განზრახ მკვლელობის ცდელობის ბრალდებით დაკავებულმა ტ.ღ.-მ მიმდინარე წლის […]
კატეგორია: სამართალი
ათენში 25 წლის გოგო ძაღლის თოკით ჩამომხრჩვალი ნახეს – ოფიცრებს განსაკუთრებით მძიმე სურათი დახვდათ
ათენში, კალამარზე, პანატინაიკის სტადიონზე 25 წლის ქართველი გოგო ძაღლის თოკით ჩამომხრჩვალი იპოვეს. ამის შესახებ ბერძნული მედია იუწყება. როგორც მედია წერს, დადასტურებული ინფორმაციით, გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეა. როგორც ბერძნული გამოცემა იუწყება, კალიმარმაროს დაცვის თანამშრომელმა ქართველი გოგო მაშინ იპოვა, როდესაც ამ ტერიტორიაზე მდებარე პარკის კარის გასაღებად მივიდა. მისი თქმით, ახალგაზრდა ქალს ყელზე ძაღლის თოკი ჰქონდა შემოხვეული. მამაკაცმა დაუყოვნებლივ […]
ცოტნე გამსახურდია ხელოვნურ სუნთქვაზეა – ნეიროქირურგიული ოპერაცია 7 საათს გაგრძელდა
ცოტნე გამსახურდიას ნეიროქირურგიული ოპერაცია 7 საათი გრძელდებოდა. ოპერაცი დასრულების შემდეგ ნეიროქირურგმა არჩილ ჯვარშეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა. -პაციენტის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა: მრავლობითი ტრავმა გულმკერდის, მრავლობითი ტრავმა თავის ტვინის და თავის ქალის. ძალიან ბევრი ჰემატომა იყო თავის ქალის, როგორც მარჯვნივ, ისე მარცხნივ, დაზიანებული იყო ქალა ტვინის ძვლები, შუბლის წილში და თხემის წილში. 7 […]
,,არ დანებდე, იბრძოლე!” – ცოტნე გამსახურდია ისევ საოპერაციოდ შეიყვანეს, მას ორმხრივი ტრეპანაცია სჭირდება”
ცოტნე გამსახურდიას ძმის, კოკო გამსახურდიას ინფორმაციით, მეორე გადაუდებელი ოპერაცია დაიწყო. ამ შემთხვევაში ოპერაცია თავზე კეთდება. ახლა კიდევ შეიყვანეს. ორმხრივი ტრეპანაციაა საჭიროო, თქვა ნეიროქირურგმა. ცოტნე გამსახურდია დღეს საღამოს დაჭრეს. ის საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს. ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია სავარაუდო თავდამსხმელის შესახებ. ,,არ დანებდე, იბრძოლე!”, ,,ერთხელ ხომ გადარჩი, ისევ იბრძოლე!”, ,,ვილოცოთ […]
ქირურგი: ,,ცოტნე გამსახურდიას ოპერაცია დასრულდა, მისი მდგომარეობა მძიმეა” – ვიდეო
ცოტნე გამსახურდიას ოპერაცია დასრულდა. ექიმის თქმით, მისი მდგომარეობა ისევ მძიმეა, რადგან მას აქვს მრავლობითი ტრავმები. მისი თქმით, სისხლდენა შეჩერებულია და ის მედიკამენტოზურ, ხელოვნურ კომაშია. ახლა ნეიროქირურგებმა უნდა გადაწყვიტონ, ოპერაციას გააკეთებენ თუ მედიკამენტებით გაგრძელდება მკურნალობა – (ექიმის კომენტარი ნახეთ ქვემოთ) ცოტნე გამსახურდია დღეს საღამოს ვერაზე დაჭრეს. ის საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს და მას გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.გამოძიება […]
,,ლუკა სირაძე დედის გარეშე პოლიციელებთან 20 წუთი იყო” – ლონდა თოლორაია
,,დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში მშობელი ტოვებს პოლიციის განყოფილებას და ბავშვი რჩება პოლიციის დაწესებულებაში მარტო. დაისვა რამდენიმე კითხვა არასრულწლოვნისთვის, რომელთა დეტალების დასაზუსტებლად მშობელს სჭირდებოდა გარკვეული მონაცემების სახლიდან მოტანა”, – ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ განაცხადა. მან უპასუხა კითხვაზე, ვინ იყო ადგილზე ლუკა სირაძის პოლიციაში გამოკითხვის დროს, ესწრებოდა თუ არა გამოკითხვას ფსიქოლოგი და ადასტურებს თუ არა, […]
,,ფილტვი იყო შეკუმშული და გაიშალა” – ლადო კახაძე ცოტნე გამსახურდიას შესახებ ექიმებს ესაუბრა
,,ფილტვის პრობლემა, რომელიც ყველაზე საფრთხილო და საშიშია, ეს არის კუპირებული, როგორც მე მითხრეს და ეს ჩემთვის დამამშვიდებელია”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა ლადო კახაძემ ჟურნალისტებს მე-9 საავადმყოფოში განუცხადა, სადაც ცოტნე გამსახურდიას გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. ლადო კახაძე კლინიკაში ცოტა ხნის წინ მივიდა და როგორც ამბობს, ტელეფონის საშუალებით ესაუბრა ექიმებს. რაც შეეხება ნეიროქირურგების ჩარევის შესაძლო საჭიროებას, ლადო […]
,,უკვე გონებას კარგავდა, მითხრა, ოჯახს მიმიხედეო” – დაჭრილ პატრულს ხელოსანმა აღმოუჩინა პირველადი დახმარება
ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე 18 დეკემბერს გვიან ღამით პოლიციელი დაჭრეს. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი მანქანით გადაადგილდებოდა, როდესაც უცნობმა პირმა ისინი გააჩერა. მოულოდნელად 35 წლამდე მამაკაცმა ავტომობილიდან გადასულ ოთარ თავართქილაძეს დანით კისრის არეში ორი ჭრილობა მიაყენა და გაქცევა სცადა. თავდამსხმელს ოთარის მეწყვილე, ავთანდილ მჟავანაძე გაეკიდა და ადგილზევე დააკავა. მამაკაცმა მჟავანაძე ფეხში დაჭრა. დაჭრილ პოლიციელს […]
ახალი დეტალები ლუკა სირაძის საქმეში – ,,გამომძიებელმა მას თანატოლები დაუპირისპირა”
სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ დაადასტურა, რომ 15 წლის ლუკა სირაძეს გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დანაშაულის არაღიარების შემთხვევაში ,,ძმის პრობლემების შექმნით ემუქრებოდა”. -ჩვენების საფუძველზე გამომძიებელმა უთხრა ლუკა სირაძეს, რომ დანაშაულის არაღიარების შემთხვევაში, მის ძმას, რომელიც სწავლობდა სამხედრო აკადემიაში, შეექმნებოდა პრობლემები. ასევე, გამომძიებელმა არასრულწლოვანს დაუპირისპირა ამავე პერიოდში პოლიციის განყოფილებაში დაბარებული სხვა მოწმეები, რომელთა შორის იყო სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, […]
რა წერია ლუკა სირაძის დედის ჩვენებაში
გარდაცვლილი 15 წლის ლუკას სირაძის ოჯახის ადვოკატმა, რევაზ აჭარაძემ მოზარდის დედის ჩვენებიდან ერთი ნაწილი ჟურნალისტებს გააცნო. -ლუკას დედის ჩვენებაში მითითებული იყო, რომ მუქარის ერთ-ერთი ადრესატი ლუკას ძმა ბექა იყო, რომელიც გორის სამხედრო აკადემიაში სწავლობს. მას უთხრეს, რომ ბექას პრობლემები შეექმნებოდა, თუმცა რა სახის პრობლემებზე იყო საუბარი, ამას არ აკონკრეტებენ. ამის შემდგომ, როდესაც უკვე უშუალოდ უსაფრთხოების […]







