ნიკა გვარამიას ცოლ-შვილს ფარულად უთვალთვალებენ – სკანდალური ვიდეო

ეს არის კადრები, რომლებიც ნიკა გვარამიას თქმით, მას პროკურატურამ გამოუგზავნა, მიზნად მის დაშინებას ისახავდა, რამაც გარკვეულწილად აფიქრებინა საქართველოდან წასვლაზე, თუმცა საბოლოოდ მან მიიღო საქართველოში დარჩენის გადაწყვეტილება. ვიდეოკადრებს თავად ნიკა გვარამია ავრცელებს.
ამასთან, მან გასულ ღამეს, საკუთარ ტელეგადაცემაში დააახლოებით 40 წუთის განმავლობაში ისაუბრა გარემოებებზე, რომლებითაც ხელისუფლება მის შანტაჟს ცდილობდა.

გენერალური პროკურატურა უარყოფს „მთავარი არხის“ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ოჯახს უთვალთვალებს. უწყების მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, არხის მიერ გასაჯაროებული ვიდეომტკიცებულება, რომელშიც ასახულია, გვარამიას ცოლისა და მცირეწლოვანი შვილის მანქანით გადაადგილების ფაქტი, მოპოვებულია სასამართლოს განჩინების საფუძველზე და ადასტურებს, რომ ძვირადღირებული ავტომანქანით, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სარეკლამო დროის გამოყენების სანაცვლოდ გაფორმებული იყო შპს „პროესკო მედიას“ სახელზე, რეალურად ნიკა გვარამიას ოჯახი სარგებლობდა.

ნიკა გვარამიას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ პროკურატურას ვიდეოთვალთვალის განხორციელების საჭიროება არ გააჩნდა. ავტომანქანაზე ინფორმაციის მოპოვებას გამოკითხვითაც შეძლებდნენ.

-ამ მასალას არავითარი სამართლებრივი მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა არის მტკიცებულება იმის, რომ ხორციელდებოდა თვალთვალი, მათ შორის ოჯახის წევრებზე, – აცხადებს ადვოკატი – იხილეთ კადრები, სადაც ნიკა გვარამიას ცოლ-შვილი ფარულად არის გადაღებული.

https://www.facebook.com/nika.gvaramia.129/videos/1398216590346663/?t=0