დიღომში ქალს ყელი გამოჭრეს – ,,შველას ითხოვდა, ყვიროდა”

დიღომში ქალს ყელი გამოჭრეს - ,,შველას ითხოვდა, ყვიროდა"ახალგაზრდა ქალს დიღომში ყელი გამოჭრეს. დაჭრილი ქალბატონის მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევა მარშალ გელოვანის გამზირზე მოხდა, ქალი სასიკვდილოდ მისთვის უცნობმა მამაკაცმა გაიმეტა. დამნაშავე უკვე დაკავებულია.

...

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება მომხდარზე განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

-ახალგაზრდა ქალის ყვირილი გავიგეთ, ხიდზე გადადიოდა და შველას ითხოვდა. უცნობი მამაკაცი ადგილიდან მიიმალა, – ყვებიან თვითმხილველები.

რუსთავი 2