საფრანგეთში 31 წლის ნიკა ქირია გარდაიცვალა – ,,ჩემი შვილი თავს არ მოიკლავდა”

საფრანგეთში 31 წლის ნიკა ქირია გარდაიცვალა - ,,ჩემი შვილი თავს არ მოიკლავდა"საფრანგეთის ქალაქ ტულუზას ციხეში 31 წლის ზუგდიდელი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ის ჩამომხრჩვალი ციხის თანამშრომლებმა ნახეს. ახლობლებს ამის შესახებ საფრანგეთში მცხოვრებმა მეგობრებმა შეატყობინეს.

გარდაცვლილი ნიკა ქირიას დედის, ფატიმა ლაგვილავას თქმით, მას თვითმკვლელობის მცდელობა, როგორც უთხრეს, ადრეც ჰქონდა, თუმცა გარდაცვლილის დედა თვითმკვლელობის ვერსიას უარყოფს.

...

-ჩემი შვილი თავს არ მოიკლავდა. ერთადერთი, რაც მინდა, ვისაც შეუძლია, დაგვეხმაროს გადმოსვენებაში. მეტი არაფერი მინდა, – ამბობს გარდაცვლილის დედა ,,რუსთავი 2″-თან.

-ჩემი შვილი საფრანგეთში სამუშაოდ იყო წასული. ხუთი თვეა, რაც ციხეშია და მალე გათავისუფლებას ელოდებოდა. წუხელ დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ თავი ჩამოუხრჩვია, – განაცხადა შვილმკვდარმა დედამ ,,სპუტნიკთან” საუბრისას.