2019 წლის 30 დეკემბერს ,,სპართან” თავდასხმის შედეგად დაშავებული 19 წლის მათე ჯომიდავა თითქმის ერთთვიანი კომის შემდეგ გარდაიცვალა. მას თავის არეში მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა. სამწუხაროდ, ექიმებმა აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდის გადარჩენა ვერ მოახერხეს. ჯომიდავა ,,სპარში” კონსულტანტად მუშაობდა. 30 დეკემბერს მაღაზიაში ერთმანეთს გამყიდველი და მომხმარებელი დაუპირისპირდენ. ჩხუბმა სუპერმარკეტიდან ქუჩაში, მაღაზიის მიმდებარე ტროტუარზე გადაინაცვლა, სადაც თავდამსხმელმა ჯომიდავას, სავარაუდოდ, ქვაფენილის […]
კატეგორია: სამართალი
რუსთავში რესტორანში მამაკაცი გარდაიცვალა
რუსთავში, ერთ-ერთ რესტორანში 60 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. იქ მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, მოულოდნელად კი გონება დაკარგა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს შუახნის კაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა. რა გახდა გარდაცვალების ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. როგორც ,,ინფო რუსთავს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძეიბა სსკ 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და […]
20 წლის ბიჭი, რომელმაც 80 წლის ქალი გააუპატიურა და მოკლა, ერთი თვის წინ კომაში იყო
20 წლის ზ. დოლიძე 80 წლის ქალის მკვლელობისა და გაუპატიურების ბრალდებით პირველ იანვარს დააკავეს. მან სოფელ თხილნარში იზოლდა ხელაძე გაგუდა. ბრალდებულის ადვოკატმა დავით მამალაძემ ამბები.ჯი-ს განუცხადა: -იზოლდა ხელაძე ბრალდებულის ბებიის მეზობელი იყო. დოლიძე ამბობს, რომ მან მოკლა ქალბატონი და გააუპატიურა კიდეც. იგი მარიხუანის აქტიური მომხმარებელია და ერთი თვის წინ კომაში იყო მარიხუანის ზედმეტი მოხმარების გამო, […]
დედის უნებლიე მკვლელი – ცნობილი ბიზნესმენის საყვარლის მკვლელობის საქმე
ხათუნა მაღრაძე, სარკე – არ მესმის, რატომ დამაპატიმრეს, – წარმოთქვა 50 წელს მიახლოებულმა მამაკაცმა, როცა ის ადვოკატთან შესახვედრად პაემნებისთვის განკუთნილ ოთახში შეიყვანეს. – გისოსების მიღმა მოხვედრილი პატიმრების ნახევარს სწორედ ეგ კითხვა აწუხებს. ასე რომ, მარტოობით არ დაიტანჯები, – გულგრილად შეაგება პასუხი ახალგაზრდა იურისტმა და ძველ ნაცნობს ხელი ჩამოართვა. ეჭვმიტანილი ფრიდონ ბერია თბილისში ცნობილი ბიზნესმენი იყო. […]
გაყინული წყლის ბოთლით ცემა, ნაჯახით დაჭრა, ყურის მოთლა – ცოლების დასჯის მეთოდები საქართველოში – ..გვაქვს 10 წლამდე გოგოების საქმეები, სადაც გარყვნილ ქმედებებს ახორციელებდნენ ბაბუები”
ირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია “საფარს” დღეში დაახლოებით 10-მდე ქალი მიმართავს, რომლებიც ოჯახში ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნი არიან. იურისტები ამბობენ, რომ მათი ბენეფიციარების ნაწილი ისეთ ფსიქოლოგიურ ტერორშია, რომ თვითმკვლელობაზეც კი ფიქრობენ. გაყინული ბოთლით ცემა, დაბმა, სახლში ჩაკეტვა, ფეხმძიმე ქალისთვის მუცელში წიხლის ჩარტყმა – ეს მცირე ჩამონათვალია იმ სასტიკი და არაადმიანური მოპყრობის მაგალითებისა, […]
რუსთავში სიძემ სიდედრი სცემა – ქალი შვილის ოჯახში პრეტენზიებით მივიდა
ქალაქ რუსთავში, XX მიკრორაიონში 38 წლის მამაკაცმა 52 წლის ქალს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ ფიზიკური. არსებული ინფორმაციით, ქალი შვილის ოჯახში საკუთარი პრეტენზიების სათქმელად მივიდა, რასაც კამათი მოჰყვა. ჩხუბის შედეგად დაშავებული ქალი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. პაციენტს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია და ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ინფორუსთავი
როგორ გაიხსნა დები ლომიძეების მკვლელობის საქმე – სატყუარა დამნაშავისთვის
ხათუნა მაღრაძე, სარკე გასული საუკუნის მიწურულს თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში შემზარავი დანაშაული მოხდა. ნაქირავებ ბინაში ორი გოგონას ცხედარი იპოვეს. დიდი დრო არ დასჭირვებია იმის გარკვევას, რომ გარდაცვლილები თბილისში დროებით მცხოვრები დები ლომიძეები იყვნენ. რა გახდა ამ სასტიკი დანაშაულის მოტივი, როგორ გაიხსნა საქმე და ვინ იყო ადამიანი, რომელიც დების მკვლელობის გამო გაასამართლეს? მივყვეთ მოვლენებს, რომლებიც 20 […]
როგორ იხოცებოდნენ გლდანში ორსული ქალები
ხათუნა მაღრაძე, სარკე 1982 წლის 11 მაისს მილიციის განყოფილებაში დარეკეს და მორიგეს შეატყობინეს, რომ გლდანის ერთ-ერთ დასახლებაში, მრავალსართულიანი კორპუსის სარდაფში, ტომარაში ჩატენილი ცხედარი იპოვეს. ორდღიანი კოკისპირული წვიმის შედეგად, წყალი სარდაფში შევარდა და ცხედარი ამოატივტივა. პირველადი მოკვლევით, გარდაცვლილი 30 წლის ქალი იყო. გამოძიების პროცესში კიდევ ერთ საიდუმლოს აეხადა ფარდა – სხვა მსვერპლიც აღმოჩნდა დანაშაულის იმავე ხელწერით. […]
ლანჩხუთში რძალმა მულის და მისი მეგობარი კაცის საწოლში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა – ,,ის ინანიებს ჩადენილ ქმედებას”
ლანჩხუთში მცხოვრებ ქალს პირადი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების და გავრცელებისთვის ერთი წელი მიუსაჯეს. გადაწყვეტილება ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე ბიძინა სტურუამ მიიღო. საქმის მასალების მიხედვით, ქალმა თავისი მულის და მისი მეგობარი კაცის საწოლში გადაღებული ფოტო ჯერ უკანონოდ მოიპოვა, ხოლო შემდეგ „ფეისბუქში“ საკუთარ გვერდზე ატვირთა, „რითაც ნ.-ს და კ.-ს სხვების თვალში მორალური რეპუტაციის შელახვით მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი,“ – […]
საბერძნეთში ქართველმა ქალმა 6 დღის შვილი სანაგვეში გადააგდო, ახლა კი დაბრუნებას ითხოვს
საბერძნეთის პოლიციამ საქართველოს მოქალაქე, ახალგაზრდა ქალი დააკავა, რომელმაც ახალშობილი შვილი სანაგვე ყუთში გადააგდო. შემთხვევა ქალაქ კალამატაში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ექვსი დღის ჩვილი დასუფთავების თანამშრომელმა 18 დეკემბერს გამთენიისას იპოვა, როდესაც სანაგვე ყუთიდან ბავშვის ტირილის ხმა შემოესმა. ახალშობილი კლინიკაში გადაიყვანეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ქალი პოლიციამ უკვე დააკავა. კალამატას მერი ამბობს, რომ ბავშვი იღბლიანი აღმოჩნდა, […]









