რუსთავში რესტორანში მამაკაცი გარდაიცვალა

რუსთავში რესტორანში მამაკაცი გარდაიცვალარუსთავში, ერთ-ერთ რესტორანში 60 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. იქ მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, მოულოდნელად კი გონება დაკარგა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს შუახნის კაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა.

რა გახდა გარდაცვალების ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

როგორც ,,ინფო რუსთავს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძეიბა სსკ 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და პოლიციის ეკიპაჟები.

ინფო რუსთავი