,,სპართან” თავდასხმისას დაშავებული 19 წლის ბიჭი გარდაიცვალა – ,,მუშაობდა, რომ სწავლის ფული გადაეხადა”

,,სპართან" თავდასხმისას დაშავებული 19 წლის ბიჭი გარდაიცვალა - ,,მუშაობდა, რომ სწავლის ფული გადაეხადა"2019 წლის 30 დეკემბერს ,,სპართან” თავდასხმის შედეგად დაშავებული 19 წლის მათე ჯომიდავა თითქმის ერთთვიანი კომის შემდეგ გარდაიცვალა. მას თავის არეში მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა. სამწუხაროდ, ექიმებმა აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდის გადარჩენა ვერ მოახერხეს.

ჯომიდავა ,,სპარში” კონსულტანტად მუშაობდა. 30 დე­კემ­ბერს მა­ღა­ზი­ა­ში ერ­თმა­ნეთს გამ­ყიდ­ვე­ლი და მომ­ხმა­რე­ბე­ლი და­უ­პი­რის­პირ­დენ. ჩხუბ­მა სუ­პერ­მარ­კე­ტი­დან ქუ­ჩა­ში, მა­ღა­ზი­ის მიმ­დე­ბა­რე ტრო­ტუ­არ­ზე გა­და­ი­ნაც­ვლა, სა­დაც თავ­დამ­სხმელ­მა ჯო­მი­და­ვას, სა­ვა­რა­უ­დოდ, ქვა­ფე­ნი­ლის ფილა ჩა­არ­ტყა თავ­ში.

-ილი­ას უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობ­და და პა­რა­ლე­ლუ­რად მუ­შა­ობ­და, რომ სწავ­ლის სა­ფა­სუ­რი გა­და­ე­ხა­და, – ამბობს გარდაცვლილის ახლობელი.

პოლიციამ დამშავე ცხელ კვალზე დააკავა. მას ბრალი სსკ-ის 117-ე მუხლით წარედგინა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ნიუპოსტი, ამბები.ჯი