რუსთავში სიძემ სიდედრი სცემა – ქალი შვილის ოჯახში პრეტენზიებით მივიდა

რუსთავში სიძემ სიდედრი სცემა - ქალი შვილის ოჯახში პრეტენზიებით მივიდაქალაქ რუსთავში, XX მიკრორაიონში 38 წლის მამაკაცმა 52 წლის ქალს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ ფიზიკური. არსებული ინფორმაციით, ქალი შვილის ოჯახში საკუთარი პრეტენზიების სათქმელად მივიდა, რასაც კამათი მოჰყვა.

ჩხუბის შედეგად დაშავებული ქალი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

პაციენტს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია და ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ინფორუსთავი