გურამ ფალავანდიშვილის სახლს ჩხრეკენ, ზურა მახარაძე დაკითხვაზეა გადაყვანილი

გურამ ფალავანდიშვილის სახლს ჩხრეკენ, ზურა მახარაძე დაკითხვაზეა გადაყვანილი,,რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, ,,ალტ-ინფოს” დამფუძნებელი, ზურა მახარაძე პოლიციაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს. ინფორმაციას მისი ცოლი ლიკა კასრაძე სხვადასხვა მედიასთან ადასტურებს.

მახარაძის სახლში საგამოძიებო მოქმედებები შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს დილიდან დაიწყო. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს ჰომოფობიური ჯგუფების სხვა ლიდერების, გურამ ფალავანდიშვილისა და კონსტანტინე მორგოშიას საცხოვრებელ სახლებშიც.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ სხვადასხვა მისამართზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.