,,გოგონა ჯერ გავგუდე, მერე გავაუპატიურე და დავმარხე” – ნამგალაურის სისხლიანი საქმე – რას ყვებოდა ცნობილი მოჭიდავე ჩვენებებში

,,გოგონა ჯერ გავგუდე, მერე გავაუპატიურე და დავმარხე" - ნამგალაურის სისხლიანი საქმე - რას ყვებოდა ცნობილი მოჭიდავე ჩვენებებში,,სარკე”, ხათუნა მაღრაძე

თამაზ ნამგალაური _ ქართველი მოჭიდავე, რომლის სპორტულმა წარმატებებმა მთელი მაშინდელი საბჭოთა კავშირი აალაპარაკა, მოგვიანებით კი მისმა სისასტიკემ ქვეყანა შეძრა…

საქმის მოწმე ტატიანა ვალიევა იხსენებს, რომ ნამგალაური, რომელიც მისი ქმრის ბიძაშვილი იყო, ხშირად დადიოდა მათთან სტუმრად. ბავშვებს ეთამაშებოდა და ისე, სხვათა შორის, იმის გარკვევითაც ინტერესდებოდა, ვის რომელ ოთახში და რომელ საწოლზე ეძინა.

ერთ ღამეს უჩვეულო ხმამ გამოაღვიძა. შუქის ჩამრთველი მოძებნა. როცა ოთახი განათდა,ნამგალაური დაინახა, რომელიც ეზოში გაიქცა.

სპორტსმენი ასე იხსენებდა ამ ღამეს:

,,შევიპარე ბინაში. მივედი თათას (ბავშვის სახელი გასაგები მიზეზების გამო შეცვლილია) საწოლთან. ბავშვს ერთი ხელი ცხვირპირზე დავაფარე, მეორეთი ყელში წავუჭირე, რომ ხმა ვერ ამოეღო, მერე ჩამოვიყვანე საწოლიდან. თათას მოკვლა არ მინდოდა…”.

დუშეთში ეს ამბავი გავრცელდა. ვერ გაეგოთ, რატომ უნდოდა ნამგალაურს 10 წლის გოგონას დახრჩობა.ოჯახს მილიციისთვის არ მიუმართავს.ნამგალაური არც კი დაუკითხავთ.

ის 2 წლის შემდეგ ბიძაშვილის ოჯახში ისევ დაბრუნდა…

ვალიევას შვილის ჩვენება:

,,იმ ღამეს არ მეძინა, სიცხე მქონდა. დავინახე, როგორ შემოიპარა თამაზა. ჩემი ძმის საწოლთან მივიდა და დაახრჩო. მე დედაჩემი გავაღვიძე. ის ადგა და თამაზას ეჩხუბებოდა. დედაჩემს ხელი გაარტყა და წააქცია. მე შემეშინდა და ვტიროდი. მამაჩემს მეორე ოთახში ეძინა, მთვრალი იყო”.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მოძალადეს საწოლი და ბიჭი საწოლიდან გადმოათრია. მისი გაუპატიურება უნდოდა, მაგრამ ვერ მოახერხა. ფანჯრიდან გადახტა, თუმცა ადგილზე ფეხსაცმელი დარჩა.

ბიჭუნა უგონო მგომარეობიდან ექიმებმა გამოიყვანეს.ტატიანა მილიციაში წავიდა. რატომ მიხრჩობს თამაზა ბავშვებსო, კითხულობდა თურმე ქალი. მაგრამ არც ამ საქმეს მოჰყოლია გაგრძელება.

“თამაზას დედა მუხლებში ჩამივარდა, აპატიეო,მეც ვაპატიე”, – ასე დაამთავრა ტატიანამ  თავდასხმის ამბავი. მან ნამგალაურს აპატია.

თამაზ ნამგალაურის ჩვენება:

“ჩემმა ბიძაშვილმა, დათომ თავისი და მოიყვანა. მერე ის ავტობუსების გაჩერებაზე გავგზავნე ჩემების შესახვედრად. დათო რომ წავიდა, გოგონა ხელში ავიყვანე, ოთახში შევიყვანე, ლოგინზე დავაწვინე, რომ არ ეყვირა.ერთი ხელი ცხვირპირზე დავაფარე, მეორე ხელი ყელში წავუჭირე და გავგუდე,მერე გავაუპატიურე.

დათო დაბრუნდა.ბავშვი საწოლებს შორის დავმალე, დათო ოთახში შემოვახედე და ვუთხარი, აქ აღარ არის-მეთქი. როცა წავიდა, ბავშვი ჯერ ცოცხალი იყო და ყელზე თოკი შემოვუჭირე. ის და მისი ტანსაცმელი ჩანთაში ჩავტენე და მიწაში დავმარხე”.

ნამგალაური როცა დუშეთიდან თბილისში დაბრუნდა,ივახშმა, იბანავა, ტელევიზორს უყურა და როგორც მისი მეუღლე იხსენებს, იმ დღეებში პირველად დაიძინა მოსვენებით. დილით ნამგალაური დააპატიმრეს.

,,მე ახლა 31 წლის ვარ. თუ არ დამხვრეტენ და 15 წლის შემდეგ გამოვალ ციხიდან, სად არის იმის გარანტია, რომ ხელახლა არ ჩავიდენ იმავე დანაშაულს. ამიტომ გთხოვთ, ჩემ მიმართ გამოიყენოთ სასჯელის განსაკუთრებული ზომა”, – ეს იყო ნამგალაურის განაჩენი, რომელიც მან საკუთარ თავს გამოუტანა.

თვითმხილველები როგორც ამბობენ, განსასჯელმა თვალებზე ხელები აიფარა და ისე მოისმინა მოსამართლის გადაწყვეტილება: “მიესაჯოს სასჯელის უმკაცრესი ზომა, სიკვდილით დასჯა”.

სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”