,,ზურაბ ზვიადაური აქ იყო, ტიროდა, ლამის კედლებს ურტყამდა თავს” – ოლიმპიურ ჩემპიონს ბრალი ხვალ წარედგინება

,,ზურაბ ზვიადაური აქ იყო, ტიროდა, ლამის კედლებს ურტყამდა თავს" - ოლიმპიურ ჩემპიონს ბრალი ხვალ წარედგინებაოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადურის ცხოვრებაში უმძიმესი დღეებია. მისი ძმა სისხლიან გარჩევას შეეწირა, თვითონ კი მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებულია.

ყოფილ დეპუტატ ზურაბ ზვიადაურს ბრალი ოფიციალურად ხვალ წარედგინება. ამ დროისთვის ის თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორშია.

როგორც ზურაბ ზვიადაურის ადვოკატმა, მაგდა კოტრიკაძემ განაცხადა, როგორც ზვიადაური, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვაში ბრალდებული ჯაბა ჯანგირაშვილი დუმილის უფლებას იყენებენ.

_ამ ეტაპზე ორივე ბრალდებული იყენებს კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას. საქმესთან დაკავშირებით დაცვის მხარის სტრატეგიიდან გამომდინარე არ ვთვლი და არ მიმაჩნია სწორ პოზიციად მაშინ, როდესაც მოწმეები სრულად არ არიან გამოკითხულნი საჯარო სივრცეში ღიად საუბარი. ხვალ მოხდება ბრალის წარდგენა, მაგრამ ამ ეტაპზე ორივე ბრალდებული იყენებს დუმილის უფლებას, – აღნიშნა მაგდა კოტრიკაძემ.

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზურაბ ზვიადაურმა იმ მამაკაცს ესროლა, რომელმაც გასროლა მისი ძმის და რამდენიმე პირის მიმართულებით განახორციელა _ შეგახსენებთ, რომ წინანდალში სამი ადამიანი გუშინ მოკლეს.

თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში ავტომანქანა, რომელშიც უკვე გარდაცვლილი სამი პირი იმყოფებოდა, უცხო პირმა შეიყვანა. სხვა ვერსიით, ისინი იქ ზვიადაურმა თავად მიიყვანა.

-დაზუსტებით ვერ ვამბობ, მანაქანა ვინ მოიყვანა, ზვიადაური აქ იყო, ტიროდა და თავს ლამის კედლებს ურტყამდა. სამივე გარდაცვლილი იყო. მიცვალებულების განსათავსებელ ოთახში ადგილიც კი აღარ იყო, რომ ის საწყლები გადაესვენებინათ. დაცხრილულ მანქანას, პოლიცია ფეხდაფეხ მოჰყვა, – ყვება თვითმხილველი.

იპნ, პრაიმტაიმი