პოლიციამ მისი ორსული ცოლი გამოკითხა – აბაშაში მამაკაცი გაუჩინარდა

აბაშაში ახმედ ბუსკნაძეს ეძებენ. პოლიციში გამოკითხვები გვიან ღამემდე გაგრძელდა. სამართალდამცველებს კითხვები 40 წლამდე ახალგაზრდის თანამშრომლებთან და ოჯახის წევრებთან ჰქონდათ.

სამუშაო ადგილზე ნაპოვნია ბუსკნაძის მობილური ტელეფონი. დაკარგულს ორსული მეუღლე ჰყავს, რომელიც პოლიციამ უკვე გამოკითხა.

ხობელი ახალგაზრდა კაცის გაუჩინარებასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო სსკ-ის 143-ე მუხლით, რაც გულისხმობს თავისუფლების უკანონო აღკვეთას.

პრაიმტაიმი, ავტორი თეა შონია