ლაშა მესხი: ,,შემზარავი კადრები ვნახე, მუცელში დანა ჩაირტყა, რადგან პოლიცია მივიდა ოჯახის გამოსასახლებლად”

ლაშა მესხი: ,,შემზარავი კადრები ვნახე, მუცელში დანა ჩაირტყა, რადგან პოლიცია მივიდა ოჯახის გამოსასახლებლად''ლაშა მესხი შემზარავ კადრებს ავრცელებს, სადაც ჩანს, რომ მამაკაცი მუცელში დანას ირტყამს. ,,შემზარავი კადრები ვნახე. რეალობა კიდევ უფრო შემზარავია: ბათუმში აღსრულების პოლიცია მივიდა ოჯახის გამოსასახლებლად. მამაკაცმა ჯერ ბენზინი გადაისხა და შემდეგ მუცელში დანა ჩაირტყა… ოდესმე ბოლო ხომ უნდა მოეღოს მევახშეობას და ხალხის განადგურებას?”, – წერს ლაშა მესხი.